კავკასიური პანტა
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან პანტა)
კავკასიური პანტა (ლათ. Pyrus caucasica) — მცენარე ვარდისებრთა ოჯახისა. იზრდება ზღვის დონიდან 1600 მ სიმაღლემდე. კავკასიის ფლორის ენდემია, მაგრამ საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული. სწრაფმზარდი ეკლიანი ხეა, მრგვალი ან შებრტყელებულსფეროსებრი ნაყოფი აქვს; იჭმება, ხდიან არაყს, ამზადებენ ძმარს. მერქანი მაღალი ღირსებისაა, იყენებენ მსხლის კულტურის ჯიშების საძირედ.[1] ზემორაჭულად ეწოდება პანტა-მსხალი.[2]
სქოლიო
- ↑ მიხეილ სახოკია, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1984. — გვ. 665.
- ↑ პანტა — ბოტანიკური ლექსიკონი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted