შინაარსზე გადასვლა

მიქელ პატარიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან პატარიძე, მიქელ)
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბადების თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბადების ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდაცვალების თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდაცვალების ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დასაფლავებულია Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ფსევდონიმი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საქმიანობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ენა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ეროვნება Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მოქალაქეობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ალმა-მატერი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პერიოდი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჟანრი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Magnum opus Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჯილდოები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მეუღლე Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პარტნიორ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
შვილ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ნათესავ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Script error: No such module "collapsible list".
ხელმოწერა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საიტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ესკიზის შექმნის შეცდომა: [[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში

მიქელ აბესალომის ძე პატარიძე (დ. 5 აპრილი, 1895, ქუთაისი — გ. 7 ივლისი, 1959, ბაღდათი) — ქართველი პოეტი, მთარგმნელი, ჟურნალისტი, სპორტსმენი და საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია

1912 წელს დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი და სწავლა განაგრძო პეტერბურგის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ ცხოვრებაში, წერს ლექსებს, სიმღერებს, ნარკვევებს და ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას. წლების მანძილზე გვერდში ედგა გიორგი ნიკოლაძესა და მის თანამოსაგრეებს იმ დიდ წამოწყებაში, რომელსაც ისინი ეწეოდნენ ერის ფიზიკური გაჯანსაღებისათვის. იყო შესანიშნავი ათლეტი, ტანმოვარჯიშე და ალპინისტი. საზოგადოება „შევარდენი“, სადაც ეს ენთუზიასტები გაერთიანდნენ, წმინდა სპორტულის გარდა, დიდ კულტურულ-საგანმანათლებლო მისიასაც ასრულებდა. სწორედ მათ უნდა ვუმადლოდეთ ისეთი სპორტული ტერმინების შექმნას როგორებიცაა: ორძელი, ტაიჭი, ბადრო, თხილამური, წერაყინი, განმკლავი, ზემკლავი, მიმკლავი, აღმატრიალა და სხვანი.

პატალელურად მ. პატარიძე ეწეოდა ჟურნალისტურ და ლიტერატურულ მოღვაწეობასაც. მართალია, მისი უპირველესი სიყვარული მთელი სიცოცხლის მანძილზე პოეზია იყო, მაგრამ მრავალმხრივი ნიჭისა და პრაქტიკული საქმიანობის გამო აქ ჯეროვანი კვალი ვერ დატოვა, რასაც მწვავედ განიცდიდა. მისმა პოეტურმა ტალანტმა გამოსავალი ძირითადად თარგმანებში ჰპოვა. მწერალმა დაგვიტოვა რუსული პოეზიის პირველხარისხოვანი თარგმანები — პუშკინი, ლერმონტოვი, ბლოკი ბალმონტი, ესენინი, სურკოვი, სვეტლოვი და სხვები. მანვე გააცნო ქართველ მკითხველს შევჩენკო, ფრანკო, ბაჟანი, მიცკევიჩი, ხეთაგუროვი. პატარიძისეული თარგმანებით დამკვიდრდა ქართულ პოეზიაში შესანიშნავი ფრანგი პოეტი ჟ.მ. ერედია „ტროფეებით“. აქ სრულად გამოვლინდა მთარგმნელის უზადო პოეტური შესაძლებლობანი და დახვეწილი გემოვნება. აღსანიშნავია აგრეთვე მის მიერ ფრანგულიდან ნათარგმნი რონსარის, ჰიუგოს, ბოლდერის, ვერლენის, როლანის, ვალერის, რემბოს ცალკეული პოეტური ნიმუშები.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მ. პატარიძის დამსახურება ვ. მაიაკოვსკის თარგმნის საქმეში, რასაც მან 30 წელი შეალია. ასევე დიდი ღვაწლი დასდო გამოჩენილი რუსი პოეტის სახლ-მუზეუმს ბაღდათში სადაც იგი 17 წელი მუშაობდა და აქედან ბოლო 15 წელი დირექტორი იყო.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 299, თბ., 1994