შინაარსზე გადასვლა

სიხშირე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან პერიოდი (ფიზიკა))

თარგი:ინფოდაფა ფიზიკური სიდიდე სიხშირე (სიმბოლო: f < ინგლ. frequency, ν) — ფიზიკური სიდიდე, რომელიც ახასიათებს პერიოდულ პროცესს და ტოლია დროის ერთეულში შესრულებული სრულ ციკლთა რაოდენობისა. მის შებრუნებულ სიდიდეს რხევის პერიოდი ეწოდება.

განმარტება და ერთეულები

რაიმე პერიოდული პროცესის (მაგალითად, ბრუნვა, რხევა და ტალღა) სიხშირე განიმარტება როგორც დროის ერთეულში შესრულებული ციკლების ოდენობა. ფიზიკის სხვადასხვა დარგებში სიხშირე აღინიშნება ლათინური ასოთი f ან ბერძნული ასოთი ν.

სიხშირის ერთეული ერთეულთა საერთაშორისისო სი სისტემაში არის ჰერცი (ჰც, Hz).

მბრუნავი მექანიკური ხელსაწყოებისა და დანადგარების მოძრაობის დასახასიათებლად ტრადიციულად გამოიყენება აგრეთვე ერთეული ბრუნი წუთში. 60 ბრუნი წუთში 1 ჰერცის ექვივალენტურია.[1]

პერიოდი როგორც წესი აღინიშნება როგორც T, და არის დრო, რომელიც ერთი ციკლის შესრულებას სჭირდება. პერიოდი და სიხშირე დაკავშირებულია როგორც:

T=1f

SI სისტემაში პერიოდის ერთეულია წამი.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

სქოლიო

  1. Davies, A. (1997). Handbook of Condition Monitoring: Techniques and Methodology. New York: Springer, გვ. 275. ISBN 9780412613203Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. 

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=სიხშირე&oldid=47348“-დან