პოლ რაიანი
პოლ რაიანი Paul Ryan | |
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
29 ოქტომბერი, 2015 – 3 იანვარი, 2019 | |
წინამორბედი | ჯონ ბეინერი |
მემკვიდრე | ნენსი პელოსი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
3 იანვარი, 1999 – 3 იანვარი, 2019 | |
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
3 იანვარი, 2011 – 3 იანვარი, 2015 | |
დაბადებული | 29 იანვარი, 1970 ჯეინსვილი, უისკონსინი |
პოლიტიკური პარტია | რესპუბლიკური პარტია |
განათლება | მაიამის უნივერსიტეტი |
რელიგია | კათოლიკე |
პოლ დეივის რაიანი (ინგლ. Paul Davis Ryan; დ. 29 იანვარი, 1970) — აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრი უისკონსინის შტატიდან. რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატ მიტ რომნის მიერ დასახელებულ იქნა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.[1][2] აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე 2011-2015 წლებში. 2015 წლის 29 ოქტომბერს აირჩიეს წარმომადგენელთა პალატის სპიკერად. 2018 წლის 11 აპრილს განაცხადა, რომ აღარ იყრიდა კენჭს 2018 წლის წარმომადგენელთა პალატის არჩევნებზე და შესაბამისად, ახალი კონგრესის დაწყებიდან, აღარ იქნებოდა წარმომადგენელთა პალატის წევრი. ეს გადაწყვეტილება რაიანმა ოჯახთან და შვილებთან მეტი დროის გატარების სურვილით ახსნა.[3]
რაიანი დაიბადა და გაიზარდა უისკონსინის შტატის ქალაქ ჯეინსვილში. დამთავრებული აქვს მაიამის უნივერსიტეტი ოჰაიოში.
სქოლიო
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ [https://www.cnbc.com/2018/04/11/paul-ryan-explains-why-he-decided-to-retire.html Paul Ryan explains why he decided to retire; CNBC
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted