პორტალი:სამეგრელო/ახალი ამბები
- ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში 18-20 აგვისტოს ნოქალაქევის საერთაშორისო ექსპედიციამ, პროფესორ დავით ლომიტაშვილის ხელმძღვანელობით ჩაატარა დაზვერვითი გათხრები, ამოღებულ იქნა ელინისტური ხანის ქვევრსამარხები.
- ფოთის რკინიგზის სადგურის უფროსი და მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლეს[1]
- ევროპის პირველობაზე ფოთელმა მოკრივემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [2]
- ჩხოროწყუში გრძელდება დევნილთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა[3]
- ქალაქ ფოთში პლაჟის ფეხბურთში გამარჯვებულები გამოვლინდნენ [4]
- 16 აგვისტოს წალენჯიხას ეწვივნენ თანამედროვე ესტრადის ცნობილი სახეები, ყოფილი ჯეოსტარელები და ვარსკვლავების აკადემიის სტუდენტები. კონცერტი გაიმართა ღია ცის ქვეშ ტერენტი გრანელის სახელობის ცენტრალურ პარკში[5]
- 8 აგვისტოს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დაკვეთით გამოშვებულ იქნა რუსული ოკუპაციის წლისთავისადმი მიძღვნილი გაზეთის „სამშობლოსათვის იცოცხლეს“ სპეციალური ნომერი.[6]
- 25 ივლისს ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალში ბრიტანულ-ქართულ მუდმივმოქმედ არქეოლოგიურ ექსპედიციას ეწვია ბრიტანეთის ელჩი საქართველოში დენის კიფი, რომელსაც მეგზურობას უწევდნენ სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა კილასონია და ნოქალაქევის არქელოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი, ნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორი დავით ლომიტაშვილი.