პორტალი:საფრანგეთი/იანვარი
- 1499 : საფრანგეთის მეფე ლუი XII ანა ბრეტანელს ითხოვს ცოლად.
- 1504 : საფრანგეთმა ნეაპოლი არაგონს გადასცა.
- 1558 : საფრანგეთმა ინგლისს კონტინენტზე ამ უკანასკნელის ბოლო სამფლობელო, კალე, წაართვა.
- 1562 : საფრანგეთმა ცნო ჰუგენოტები სენ-ჟარმენის ედიქტით.
- 1793 : პარიზში სიკვდილით დასაჯეს მეფე ლუი XVI, საფრანგეთის კონვენტის მიერ ღალატში მხილების შემდეგ.
- 1804 : ჰაიტი საფრანგეთისგან დამოუკიდებლობას აცხადებს.
- 1814 : საფრანგეთმა დაამარცხა რუსეთის იმპერია და პრუსია ბრიების ბრძოლაში.
- 1815 : ავსტრია, ბრიტანეთი და საფრანგეთი ქმნიან საიდუმლო თავდაცვით ალიანსს პრუსიისა და რუსეთის წინააღმდეგ.
- 1839 : საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიაში დაგეროტიპის ფოტოგრაფირების პროცესის პრეზენტაცია მოახდინეს.
- 1875 : პარიზში გაიხსნა საოპერო თეატრი - ”გრანდ ოპერა”.
- 1920 : ელზასი და ლოტარინგია საფრანგეთს გადაეცა.
- 1922 : საფრანგეთის მთავრობის ხელმძღვანელი არისტრიდ ბრიანი გადადგა.
- 1923 : საფრანგეთისა და ბელგიის ჯარები რურს იკავებენ, რათა გერმანიას აიძულონ კომპენსაცია გადაიხადოს.
- 1924 : საფრანგეთის ქალაქ შამონიში დაიწყო ზამთრის პირველი ოლიმპიური თამაშები.
- 1961 : ფრანგები რეფერენდუმში ალჟირის თვითგამორკვევას უჭერენ მხარს.