პორტალი:საფრანგეთი/ივნისი
- 987 : ჰუგო კაპეტი საფრანგეთის მეფე გახდა.
- 1340 : ასწლიანი ომი – სლის ბრძოლაში საფრანგეთის ფლოტი თითქმის სრულიად გაანადგურეს ინგლისელებმა ედვარდ III–ის მეთაურობით.
- 1654 : ლუი XIV საფრანგეთის მეფე გახდა.
- 1793 : ჟან-პოლ მარა საფრანგეთის ნაციონალურ კონვენციას უსახელებს 29 ადამიანს, რომლებიც მოგვიანებით გილიოტინით დასაჯეს. მომდევნო წლის განმავლობაში კიდევ 17.000 ადამიანს მოჭრეს თავი ტერორის მმართველობის პერიოდში.
- 1793 : საფრანგეთში პირველი რესპუბლიკური კონსტიტუცია მიიღეს.
- 1812 : ნაპოლეონის ომები - ნაპოლეონი რუსეთში შეიჭრა.
- 1815 : ვატერლოოს ბრძოლაში ნაპოლეონ ბონაპარტმა მეორედ და საბოლოოდ დაკარგა საფრანგეთის სამეფო გვირგვინი.
- 1894 : სორბონაში, პარიზი, დაარსდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, პიერ დე კუბერტენის თაოსნობით.
- 1940 : მეორე მსოფლიო ომი - გერმანიის ჯარმა პარიზი დაიპყრო.
- 1950 : ფრანგმა მთამსვლელებმა დაიპყრეს დედამიწაზე მეათე უმაღლესი მწვერვალი ანაპურნა I.