პუერტო-ინკას პროვინცია
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან პუერტო-ინკა (პროვინცია))
პუერტო-ინკა — პროვინცია პერუში, უანუკოს რეგიონში. დედაქალაქია პუერტო-ინკა. პროვინციის ფართობია 9 913,94 კმ², მოსახლეობა შეადგენს 31 748 ადამიანს.
პროვინციას აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან ესაზღვრება უაიკალის რეგიონი, სამხრეთიდან პასკოს რეგიონი, ხოლო დასავლეთიდან — ლეონსიო პრადოს პროვინცია.
პროვინცია ადმინისტრაციულად იყოფა ხუთ რაიონად.