შინაარსზე გადასვლა

მან რეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან რეი, მან)
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაიბადა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბადების ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდაიცვალა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდაცვალების ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჟანრი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საიტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ხელმოწერა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

მან რეი (ინგლ. Man Ray; დ. 27 აგვისტო, 1890 — გ. 18 ნოემბერი, 1976) — ამერიკელი მოდერნისტი ხელოვანი, მოღვაწეობდა პარიზში. მნიშვნელოვანი წვლილი აქვს დადაიზმისა და სიურრეალიზმის მიმდინარეობებში. ხელოვნების სამყაროში ყველაზე უკეთ ცნობილია მისი ავანგარდისტული ფოტოსურათებით, თუმცა საკუთარ თავს უპირველეს ყოვლისა მხატვარს უწოდებდა.

1999 წელს ჟურნალმა „არტნიუსმა“ მეოცე საუკუნის 25 ყველაზე ცნობილ მხატვართა შორის დაასახელა.

ბიოგრაფია

1915 წელს მან რეის პირველი სოლო გამოფენა მოეწყო. 1913 წელს მან რეი შეხვდა მის პირველ ცოლს, ადონ ლაკროიქსს. მათ იქორწინეს 1914 წელს და 1937 წელს განქორწინდნენ.

ნიუ-იორკში ცხოვრების პერიოდში, მეგობარ, მარსელ დიუშანთან ერთად, ცდილობდა ჩამოეყალიბებინა დადაიზმის ამერიკული განშტოება, მიმდინარეობისა, რომელიც დაიწყო ევროპაში, როგორც ტრადიციული ხელოვნებიდან რადიკალური გადახვევა. რამდენიმე არასახარბიელო ცდის შემდეგ, მან რეიმ განაცხადა: „დადას არ შეუძლია ნიუ-იორკში ცხოვრება“.

1921 წლის ივლისში იგი გადავიდა პარიზში, საფრანგეთში, სადაც მას შეუყვარდა მსახიობი და მოდელი კიკი დე მონტპარნასე (ელის პრინი). კიკი იყო მან რეის კომპანიონი მთელი 1920-იანი წლების განმავლობაში. ის გახდა რეის ყველაზე ცნობილი ფოტოგრაფული გამოსახულების ობიექტი და იღებდა მონაწილეობას მის ექსპერიმენტულ ფილმებში. 1929 წელს მან რეიმ დაიწყო რომანი სიურრეალისტ ფოტოგრაფთან, ლი მილერთან.

შემდეგი 20 წლის განმავლობაში მან რეიმ მონპარნასში შეძლო თავისი ნიშანი დაედო ფოტოგრაფიისთვის. იმ დროის დიდი ხელოვანები, როგორიცაა ჯეიმზ ჯოისი, გერტრუდა სტაინი და შონ კოქტო პოზირებდნენ მისი კამერის წინ.

შონ არპის, მაქს ერნსტის, ანდრე მასონის, ჟოან მიროსა და პაბლო პიკასოსთან ერთად, მან რეი იყო წარდგენილი სურრეალისტების პირველ გამოფენაზე პიერის გალერეაში, პარიზში 1925 წელს. ლი მილერთან - მის ფოტოგრაფიის ასისტენტთან და საყვარელთან ერთად - მან რეიმ შექმნა ფოტოგრამების გამოყენების ტექნიკა, რომელსაც რეიგრაფები დაარქვა. მან რეიმ ასევე შექმნა ავანგარდული მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერია, როგორიცაა Le Retour à la Raison (2 mins, 1923); Emak-Bakia (16 mins, 1926); L'Étoile de Mer (15 mins, 1928); and Les Mystéres du Château du Dé (20 mins, 1929).

მოგვიანებით მან რეი დაბრუნდა აშშ-ში, სადაც ის ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში, ცხოვრობდა 1940-1951 წლებში. ლოს-ანჯელესში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, მან რეი შეხვდა ჯულიეტ ბროუნერს, მოცეკვავესა და ექსპერიმენტულ მოდელს. მათ თითქმის მაშინვე დაიწყეს ერთად ცხოვრება და იქორწინეს 1946 წელს, ორმაგ ქორწინებაში მათ მეგობრებთან მაქს ერნსტთან და დოროთი ტანინგთან ერთად.

მან რეი მიწას მიაბარეს მონპარნასის სასაფლაოზე, პარიზში. ჟულიეტ ბროუნერი 1991 წელს მან რეის გვერდით დაკრძალეს. მის ეპიგრაფში იკითხება: „კვლავ ერთად“.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=მან_რეი&oldid=23827“-დან