ილია რეპინი
ილია რეპინი | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ავტოპორტრეტი (1878) | |
სრული სახელი | ილია რეპინი |
დაიბადა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დაბადების ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდაიცვალა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდაცვალების ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ეროვნება | რუსი |
სფერო | ფერწერა, ძერწვა |
ჟანრი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
საიტი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ილია ეფიმის ძე რეპინი (რუს. Илья́ Ефи́мович Ре́пин; დ. 5 აგვისტო [ძვ. სტ. 24 ივლისი], 1844, ჩუგუევი, ახლანდელი ხარკოვის ოლქი, უკრაინა — გ. 29 სექტემბერი, 1930, კუოკალა, ფინეთი, ახლანდელი რეპინო, ლენინგრადის ოლქი, რუსეთი) — წამყვანი რუსი მხატვარი და სკულპტორი უკრაინიდან, პერედვიჟნიკის სამხატვრო სკოლის მიმდევარი. მისი რეალისტური ნამუშევრები ხშირად არსებული სოციალური წყობის მწვავე კრიტიკას ასახავს.
ბიოგრაფია
დაიბადა სამხედრო ოფიცრის ოჯახში. 1866 წელს სანქტ-პეტერბურგში მიემგზავრება და საიმპერატორო სამხატვრო აკადემიაში ირიცხება. 1873-1876 წლებში აკადემიის სტიპენდიით იტალიასა და პარიზში მოგზაურობს. მის ნახატთა უმრავლესობა გლეხობას, მეთევზეებსა და ვაჭართა ცხოვრებას აღწერს.
რეპინი პერედვიჟნიკების ასოციაციას 1878 წელს უერთდება. 1882 წლიდან ის სანქტ-პეტერბურგში ცხოვრობს, თუმცა ხშირად მოგზაურობს საზღვარგარეთ. რემბრანდტის ხანშიშესული ადამიანების პორტრეტებით მოხიბლული რეპინი ხატავდა ცნობილ თანამემამულეებს ლევ ტოლსტოის, მენდელეევს, პობედონოსცევს და მუსორგსკის. 1903 წელს რუსეთის მთავრობის დავალებით ხატავს მის ყველაზე გრანდიოზულ ტილოს (400x877 სმ), რომელზეც სახელმწიფო საბჭოს ცერემონიალური სხდომაა აღბეჭდილი.
1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ქალაქი, სადაც მისი სახლი მდებარეობდა, სანქტ-პეტერბურგიდან ჩრდილოეთით, ფინეთის ტერიტორია გახდა. ლენინმა მოიწვია რუსეთში დაბრუნებულიყო, თუმცა მხატვარი უკვე ძალზე მოხუცი იყო მოგზაურობისთვის. რეპინი გარდაიცვალა კუოკალაში, ფინეთი (ამჟ. რეპინო, ლენინგრადის ოლქი), 1930 წელს.
რეპინის ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია „ივანე მრისხანე ჰკლავს საკუთარ ვაჟს“ (1885), „ბურლაკები ვოლგაზე“ (1870-1873), და „ზაპოროჟიელ კაზაკთა პასუხი თურქეთის სულთნის წერილზე“ (1880-1891).
ნახატების გალერეა
რესურსები ინტერნეტში
- IlyaRepin.org Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted - 102 ნაშრომი