სავაჭრო სკოლის შენობა (დონის როსტოვი)
სავაჭრო სკოლის შენობა (რუს. Здание торговой школы) — შენობა დონის როსტოვში. აგებულია 1905 წელს როსტოვის საზღვაო კლასებისთვის[1], როსტოვის კომერციული ვაჟთა სასწავლებლის სავაჭრო სკოლისათვის[2]. ამჟამად შენობაში განთავსებულია სამხრეთ ფედერალური უნივერსიტეტის ერთ-ერთი განყოფილება. სავაჭრო სკოლის შენობას გააჩნია რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[3].
სავაჭრო სკოლის შენობა რუს. Здание торговой школы | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
კოორდინატები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მდებარეობა | დონის როსტოვი |
გახსნის თარიღი | 1905 |
ესკიზის შექმნის შეცდომა: რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
მისამართი: დონის როსტოვი, მაქსიმ გორკის ქუჩა № 88.
ისტორია
როსტოვის კომერციული ვაჟთა სასწავლებელი დაარსდა 1990 წელს. მომდევნო წელს სასწავლებლისთვის გაიხსნა ახალი შენობა[2], ხოლო სასწავლებლის საკუთარი შენობა ააშენეს 1905 წელს. სავაჭრო სკოლასთან ერთად ააშენეს ღვთისმშობლის საფარველის სახელობის სასწავლებლის ეკლესია (არაა შემორჩენილი)[4]. 1915 წელს სკოლის შენობაში გაიმართა პიანისტ სერგეი რახმანინოვის კონცერტი[1]. მოგვიანებით შენობა გახდა როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი კორპუსი, ამჟამად კი მასში განთავსებულია სამხრეთის ფედერალური უნივერსიტეტის იურიდიული და ეკონომიკური ფაკულტეტები.
როსტოვის საოლქო ადმინისტრაციის მეთაურის 1998 წლის 9 ოქტომბრის № 411 დადგენილების მიხედვით დონის როსტოვის შორეული ნაოსნობის საზღვაო სასწავლებლის მთავარი კორპუსის შენობა სახელმწიფო დაცვის ქვეშ მოექცა, როგორც რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი[3].
არქიტექტურა
სამსართულიანი აგურის შენობა ნაგებია აგურით. მთავარი ფასადი გადის მაქსიმ გორკის ქუჩაზე. შენობას გააჩნია Н-ის ფორმის დაგეგმარება. სასწავლო აუდიტორიები და სხვა სათავსოები განლაგებულია კიბიანი ჰოლის გარშემო[1].
მემორიალური დაფები
1993 წელს სავაჭრო სკოლის შენობის კედელზე დაკიდეს მემორიალური დაფა წარწერით[5]:
ვიკიციტატა | „ამ შენობაში (ყოფილი სავაჭრო სკოლა) 1915 წელს კონცერტი გამართა დიდმა რუსმა კომპოზიტორმა და პიანისტმა სერგეი ვასილის ძე რახმანინოვმა“
|
2011 წლის 11 დეკემბერს შენობის კედელზე საზეიმოდ გაიხსნა ალექსანდრე სოლჟენიცინის მემორიალური დაფა (1936-1941 წლებში იგი სწავლობდა როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფკულტეტზე). ბარელიეფი დაამზადა მოქანდაკემ დიმიტრი ლინდინმა[6][7].
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 1.2 Шулепова Э. А. Материалы свода памятников истории и культуры РСФСР. Ростовская область.. — М.: Изд-во НИИ культуры, 1990. — С. 24.
- ↑ 2.0 2.1 На пути к РФЭИ. ВУЗ в предвоенные годы. rsue.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-14. ციტირების თარიღი: 2013-08-20.
- ↑ 3.0 3.1 Ростов-на-Дону (объекты культурного наследия регионального значения). Официальный портал Правительства Ростовской области. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-14. ციტირების თარიღი: 2013-08-28.
- ↑ Малаховский Е. И. Храмы и культовые сооружениея Ростова-на-Дону. — Ростов-на-Дону: Издательство "NB", 2006. — С. 89. — ISBN 5-98155-014-7.
- ↑ Рахманинов в Ростове. Ростовская государственная консерватория (академия) имени C. В. Рахманинова. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-05. ციტირების თარიღი: 2013-10-03.
- ↑ Мемориальная доска, посвященная Солженицыну, открыта в Ростове-на-Дону. youreporter.ru (2011-12-12). ციტირების თარიღი: 2013-10-03.
- ↑ Янина Чевеля. (2011-12-14) Новое лицо Александра Солженицына. Ростов Официальный. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-04. ციტირების თარიღი: 2013-10-03.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted