საქართველოს საეგზარქოსოს სასულიერო მოამბე

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

„საქართველოს საეგზარქოსოს სასულიერო მოამბე“, 1894 წელი

საქართველოს საეგზარქოსოს სასულიერო მოამბე (რუს. Духовный вестник Грузинского Экзархата); საქართველოს საეგზარქოსოს მოამბე (რუს. Вестник Грузинского Экзархата); კავკასიის საეგზარქოსოს მოამბე (რუს. Вестник Кавказского Экзархата) — საქართველოს საეგზარქოსოს ოფიციალური რუსულენოვანი ჟურნალი, დაარსდა თბილისის სასულიერო სემინარიასთან. გამოდიოდა თვეში ორჯერ (წელიწადში 24 ნომერი). რედაქტორი — თბილისის მართლმადიდებელთა სასულირო სემინარიის რექტორი ან ინსპექტორი, გამომცემელი — სასულიერო სემინარია. იბეჭდებოდა ქართულ და რუსულ ენებზე (ქართული ტექსტი რუსულის თარგმანს წარმოადგენდა). აქვეყნებდა სასულიერო უწყების ბრძანებებს, ცირკულარებს და სხვა ოფიციალურ საეკლესიო მასალას, ქადაგებებს, მოძღვრებებს, სიტყვებს, სტატიებს საეკლესიო საქმეთა შესახებ და სხვა. გამოცემას თან ერთვოდა დამატებები (რუს. приложения).

გამოცემები

  • „საქართველოს საეგზარქოსოს სასულიერო მოამბე“ (რუს. Духовный вестник Грузинского Экзархата) — 1 მარტი, 1891 — 1 მაისი, 1906;
  • „საქართველოს საეგზარქოსოს მოამბე“ (რუს. Вестник Грузинского Экзархата) — 1907–1917.

1917 წელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე, საქართველოს საეგზარქოსოს დარჩენილ ტერიტორიას დაერქვა კავკასიის საეგზარქოსო, რომელმაც 1920 წლამდე იარსება. შესაბამისად პერიოდიკამაც მიიღო თავისი ახალი სახელწოდება.

  • „კავკასიის საეგზარქოსოს მოამბე“ (რუს. Вестник Кавказского Экзархата) — კავკასიის საეგზარქოსოს პერიოდული გამოცემა 1917 წლის № 15/16-20;

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში