სერიკ იაკობის ასული შეკოიანი (სომხ. Սերիկ Շեկոյան; დ. 27 ოქტომბერი, 1924, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 13 ივნისი, 2015, თბილისი, საქართველო) — სომეხი მსახიობი. სომხეთის სსრ დამსახურებული არტისტი (1962), საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1982). ცნობილი მსახიობის არტემ ლუსინიანის მეუღლე.

სერიკ შეკოიანი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სერიკ შეკოიანი
დაბადების თარიღი Script error: No such module "Separated entries".
გაუჩინარდა Script error: No such module "Separated entries".
გარდაცვალების თარიღი Script error: No such module "Separated entries".
დაკრძალულია Script error: No such module "Separated entries".
საქმიანობა მსახიობი
წოდება Script error: No such module "Separated entries".
მეუღლე(ები) არტემ ლუსინიანი
მშობლები Script error: No such module "Separated entries".
ხელმოწერა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

ბიოგრაფია

სწავლობდა თბილისის კინოსტუდიის კინომსახიობთა სტუდიაში. 1946 წლიდან თბილისის შაუმიანის სახელობის სომხური თეატრის მსახიობია. ამ თეატრის სცენაზე შეასრულა 100-ზე მეტი როლი, მათ შორის დეზდემონა (უილიამ შექსპირის „ოტლო“), რუსუდანი (ილო მოსაშვილის „ჩაძირული ქვები“), კატარინა (უილიამ შექსპირის „ჭირვეულის მორჯულება“), აქსიუმა (ალექსანდრე ოსტროვსკის „ტყე“), თამრო „გლახის ნაამბობი“ (ილია ჭავჭავაძის მიხედვით), ნინო (მარიკა ბარათაშვილის „ჩემი ყვავილეთი“), ანა (სურენ ავჩიანის „საიათნოვა“), თამარი (ბაბაიანის „გული გვიხმობს“), პარასკა (გალანის „სიყვარული გარიჟრაჟზე“), ელენე (ჩიჯავაძის „ვაჟიშვილები“) და სხვა როლი.[1] დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998).

სერიკ შეკოიანმა მნიშვნელოვანი კვალი დატოვა როგორც საქართველოს, აგრეთვე სომხეთის სამსახიობო ისტორიაში. შესრულებული აქვს 250-ზე მეტი როლი, მეგობრობდა ისეთ ქართველ მსახიობებთან, როგორებიც იყვნენ აკაკი ხორავა, ვერიკო ანჯაფარიძე, ვასო გოძიაშვილი, სოფიკო ჭიაურელი, მედეა ჩახავა და სხვა.

ჯილდოები და აღიარება

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted