აფიქსი
აფიქსი — სიტყვის შემადგენელი ელემენტი (მორფემა), რომელიც დაერთვის ფუძეს და ცვლის სიტყვის გრამატიკულ ან ლექსიკურ მნიშვნელობას[1]. აფიქსმა შეიძლება ახალი სიტყვა წარმოქმნას (შე-კეთება) ან მოახდინოს ფლექსია (მაგალითად ფანქრ-ებ-ი).
აფიქსი გაირჩევა მდებარეობის ადგილის და დანიშნულების მიხედვით.
- ადგილის მიხედვით პრეფიქსია (წინსართი) თუ მარტივ ფუძეს წინ უსწრებს (ვ-წერ);
- ინფიქსია, თუ მარტივი ფუძის შიგნით მოექცა (ძ-ვ-რა, ფუძე არის ძარ).
- სუფიქსია, თუ ძირის შემდგომ მოდის (წერ-ილ-ი -> წერ ძირია, ილ სუფიქსი ხოლო კიდურა ი სახელობითი ბრუნვის ნიშანი).
დანიშნულების მიხედვით განსხვავდება: სინტაქსური ურთიერთობის მარეგულირებელი და ფუძის მნიშვნელობის შემცვლელი ანუ მაწარმოებელი აფიქსი. სინტაქსური ურთიერთობის მაჩვენებელია ბრუნვის (არსებით სახელებში), პირის (ზმნაში) და სხვა ნიშნები[2].
აფიქსი, როგორც სიტყვის ნაწილი, უპირისპირდება მარტივ ფუძეს ფუნქციის მიხედვით: ფუძეს მნიშვნელობა აქვს უაფიქსოდაც (კაც-, სახლ-, გზა- ...), აფიქსი კი ფუძეს საჭიროებს რომ თავისი დანიშნულება ცხადყოს[2].
აფიქსი, როგორც დამოუკიდებელ მნიშვნელობას მოკლებული ელემენტი, განსხვავდება ნაწილაკისაგან[2].
იხილეთ აგრეთვე
სქოლიო
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1986. — გვ. 367.
- ↑ 2.0 2.1 2.2 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1977. — გვ. 17.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted