ლევ ტოლსტოი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
დაბადების თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დაბადების ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდაცვალების თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდაცვალების ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დასაფლავებულია | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ფსევდონიმი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
საქმიანობა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ენა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ეროვნება | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მოქალაქეობა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ალმა-მატერი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
პერიოდი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ჟანრი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
Magnum opus | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ჯილდოები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მეუღლე | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
პარტნიორ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
შვილ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ნათესავ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
Script error: No such module "collapsible list". | |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
საიტი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
ლევ ნიკოლოზის ძე ტოლსტოი (რუს. Лев Николаевич Толстой; დ. 9 სექტემბერი [ძვ. სტ. 28 აგვისტო], 1828, სოფ. იასნაია-პოლიანა, ახლანდელი ტულის ოლქი ― გ. 20 ნოემბერი [ ძვ. სტ. 7 ნოემბერი], 1910, რკინიგზის სადგური ასტაპოვო, ახლანდელი სადგური ლევ-ტოლსტოი, ლიპეცკის ოლქი, დაკრძალულია იასნაია-პოლიანაში) — რუსი მწერალი.
ბიოგრაფია
დაიბადა მდიდარ და დიდგვაროვან ოჯახში (მამა — გრაფი ნიკოლოზ ილიას ძე, 1812 სამამულო ომის მონაწილე; დედა — მარია ვოლკონსკაია). მშობლები ადრე გარდაეცვალა. იასნაია-პოლიანაში მიიღო საფუძვლიანი შინაური განათლება. 1844-1847 წლებში სწავლობდა ყაზანის უნივერსიტეტში. 1851 უფროს ძმასთან ერთად გაემგზავრა კავკასიაში, სადაც თერგის ოლქის ერთ-ერთ სამხედრო ბანაკში განაწესეს. 1852 წელს თბილისში დაწერა პირველი მოთხრობა „ბავშვობა“ (ამავე წელს დაიბეჭდა „სოვრემენნიკში“), რომელმაც შემდგომ „ყრმობასა“ (1852-1854) და „სიჭაბუკესთან“ (1855-1857) ერთად ავტობიოგრაფიული ტრილოგია შეადგინა. ამ პერიოდში 1851 წელს მწერალი თბილისს ესტუმრა. მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს სამხედრო გზამ, დარიალის ხეობამ. მოინახულა გერგეტის სამების ეკლესია. თბილისში თითქმის ხუთი თვე დაყო. აქ მან მიიღო სამხედრო ჩინი და დაინიშნა სამსახურში. მის პირად წერილებში და 1851-1853 ჩანაწერებში ხშირად მოიხსენიება საქართველოს და ქართველებს. 90-იან წლებიდან გაძლიერდა ტოლსტოის კავშირი ქართველ ინტელიგენციასთან. პირადი ურთიერთობა და მიმოწერა ჰქონდათ ი. ნაკაშიძეს, ნ. ნაკაშიძეს, ბ. გეგიძეს, გ. დადიანს, მ. ბოლქვაძეს, მ. ყიფიანს.
1854 კავკასიიდან დუნაის არმიაში გადავიდა. ყირიმის ომის დროს სევასტოპოლის სახიფათო IV ბასტიონზე იბრძოდა. იქ მიღებულმა შთაბეჭდილებებმა მდიდარი მასალა მისცა „სევასტოპოლური მოთხრობებისათვის“ (გამოქვეყნდა 1855-1856), რომლებშიც დასმულია ომის, მშვიდობის, პატრიოტიზმის, სიკვდილ-სიცოცხლის, გმირობისა და მამაცობის პრობლემები. მწერლის აზრით, უბრალო ხალხს სძულს ომი, გულმოდგინე შრომისათვის მას მშვიდობა სჭირდება, მაგრამ ქვეყნის, ნაშრომის, ოჯახის მტრისაგან დასაცავად ის იარაღით ხელში აღდგება. ომის ბედსაც სწორედ ხალხი წყვეტს. 1855 ტოლსტოი პეტერბურგში ჩავიდა, დაუახლოვდა ნ. ნეკრასოვს, ი. ტურგენევს, ი. გონჩაროვს, ა. ოსტროვსკის, ნ. ჩერნიშევსკის. 1856 წელს საბოლოოდ გამოეთხოვა სამხედრო სამსახურს . დასახლდა იასნაი-პოლიანაში. ერთი წლის შემდეგ ევროპაში იმოგყაურა. სამშობლოში დაბრუნებულმა 1859 იასნაი-პოლიანაში გახსნა სკოლა გლეხთა ბავშვებისათვის. გამოსცა პედაგოგიური ჟურნალი „იასნაია პოლიანა“ (1862). ჩამოაზალიბა საკუთარი თეორია, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ძალადობაზე დამყარებულ ოფიციალურ პედაგოგიურ შეხედულებებს. შემდგომაც, 70-იან წლებში, ტოლსტოი კვლავ დაუბრუნდა პედაგოგიურ მოღვაწეობას იასნაია-პოლიანის სკოლაში. დაწერა „ანბანი“ (1871-1872), „ახალი ანბანი“ (1874-1875), მათ მიუსადაგა ოთხი „რუსული საკითხავი წიგნი“, რომლებშიც შეიტანა თავისი მოთხრობები, გადამუშავებული ზღაპრები და იგავ-არაკები.
60-იანი მწერალმა წლებში გამოაქვეყნა რომანი „ოჯახური ბედნიერება“ (1858-1859), მოთხრობები „კაზეკები“ (1853-1863), „პოლიკუშკა“ (1861-1863), ხოლო 1863-1869 მან შექმნა რომან-ეპოპეა „ომი და მშვიდობა“ (პუბლიკაცია დაიწყო 1868). ტოლსტოის შემოქმედებაში უმნიშვნელოვანესია აგრეთვე რომანი „ანა კარენინა„ (1873-1877, გამოქვეყნდა 1876-1877). მან ამ რომანში ასახა რეფორმის შემდგომ რუსეთის ცხოვრება.
ტოლსტოის კალამს ეკუთვნის მოთხრობა „კრეიცერის სონატა“ (1887-1789, გამოქვეყნდა 1891), დრამა „მეუფება წყვდიადისა“ (1866), კომედია „განათლების ნაყოფი“ (1886-1890, გამოქვეყნდა 1891), მოთხრობა „ივან ილიჩის სიკვდილი“ (1884-1886). უმნიშვნელოვანესი თხზულებაა რომანი „აღდგომა“ (1889-1899). კავკასიის თემისადმი მიძღვნილია მოთხრობა „ჰაჯი-მურატი“ (1896-1904, გამოქვეყნდა 1912). ჰაჯი-მურატის პიროვნებით იგი თბილისში ყოფნის დროს დაინტერესდა.
1910 წელს ტოლსტოიმ სამუდამოდ მიატოვა იასნაია-პოლიანა და სამხრეთისაკენ გასწია, მაგრამ გზაში გარდაიცვალა. მწერლის ანდერძისამებრ, მის საფლავს არ ამშვენებს არც ძეგლი და არც ჯვარი. ვაჟა-ფშაველა გამოეხმაურა მწერლის გარდაცვალებას ლექსით „ლევ ტოლსტოის სიკვდილზე“.
ბიბლიოგრაფია
რომანები
- ომი და მშვიდობა (1869)
- ანა კარენინა (1877)
- აღდგომა (1899)
ნოველები
- ოჯახური ბედნიერება (1859)
- ივან ლიჩის სიკვდილი (1886)
- კრეიცერის სონატა (1889)
- ჰაჯი-მურატი (1917)
ლიტერატურა
- ასათიანი ლ., ლევ ტოლსტოი და საქართველო, ტფ., 1936;
- ლორთქიფანიძე ო., ლევ ტოლსტოი, თბ., 1979;
- ნაკაშიძე ნ., ლევ ტოლსტოის ახლოს, თბ., 1954;
- ღუდუშაური პ., დიდი რუსი მწერალი ლ. ნ. ტოლსტოი, თბ., 1953;
- ჯიბლაძე გ., კრიტიკული ეტიუდები, ტ. 5, თბ., 1974;
- Гусев Н. Н., Летопись жизни и творчества Льва Николаевича Толстого. 1828-1890, М., 1958; т. 2, 1891-1910, М., 1960;
- Мотылева Т. Л., О мировом знаыени Л. Н. Толстого, М., 1957;
- Мышковская Л. М., Творчество Л. Н. Толстого, М., 1958;
- Талиашвили Г. М., Лев Толстой в Грузии, Тб., 1951;
- ტალიაშვილი გ., ქსე, ტ. 10, გვ. 14-15, თბ., 1986
რესურსები ინტერნეტში
შემოქმედება
- 22 ტომიანი კრებული.
- თხზულებები და სტატიები მწერლის შესახებ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ზღაპრები.
- უკანასკნელი სტატია.
კინოქრონიკა და აუდიო-ჩანაწერები
- კინოქრონიკის კადრები.
- მწერალი კითხულობს ზღაპარს „მგელი“ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- მწერალი კითხულობს 23 წერილს.
- მწერალი კითხულობს პროზასა და სტატიებს.
- 1908 წლის აუდიო-ჩანაწერები
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Pages with script errors
- ლევ ტოლსტოი
- რუსი მწერლები
- XIX საუკუნის ესეისტები
- XIX საუკუნის რუსი დრამატურგები
- XIX საუკუნის რუსი ჟურნალისტები
- XIX საუკუნის რუსი რომანისტები
- XIX საუკუნის რუსი მამაკაცი მწერლები
- XX საუკუნის რუსი მამაკაცი მწერლები
- XX საუკუნის რუსი დრამატურგები
- XX საუკუნის რუსი ჟურნალისტები
- XX საუკუნის რუსი რომანისტები
- XX საუკუნის ქრისტიანები
- XX საუკუნის ესეისტები
- ეპისტემოლოგები
- მეტაფიზიკოსები
- ქრისტიანი მწერლები
- სოციალური კრიტიკოსები
- კულტურის კრიტიკოსები
- კულტურის ფილოსოფოსები
- განათლების ფილოსოფოსები
- ისტორიის ფილოსოფოსები
- ლიტერატურის ფილოსოფოსები
- რელიგიის ფილოსოფოსები
- სოციალური მეცნიერების ფილოსოფოსები
- სოციალური ფილოსოფოსები
- პოლიტიკური ფილოსოფოსები
- რუსი ფილოსოფოსები
- რუსი საბავშვო მწერლები
- რუსი რომანისტები
- რუსი მამაკაცი რომანისტები
- რუსი მამაკაცი დრამატურგები
- რუსი მამაკაცი ესეისტები
- რუსი მამაკაცი ჟურნალისტები