დავით ტყეშელაშვილი
დავით ტყეშელაშვილი | |
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
25 ივნისი, 2010 – 23 აპრილი, 2013 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ნიკოლოზ გილაური ვანო მერაბიშვილი ბიძინა ივანიშვილი |
წინამორბედი | თეიმურაზ ჯანაშია |
მემკვიდრე | ანდრო ბარნოვი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
6 თებერვალი, 2009 – 25 ივნისი, 2010 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ნიკოლოზ გილაური |
წინამორბედი | თანამდებობა შეიქმნა |
მემკვიდრე | რამაზ ნიკოლაიშვილი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
30 აგვისტო, 2007 – 31 იანვარი, 2008 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ზურაბ ნოღაიდელი ლადო გურგენიძე |
წინამორბედი | ვლადიმერ ჭიპაშვილი |
მემკვიდრე | ალექსანდრე კვიტაშვილი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
21 ივლისი, 2006 – 30 აგვისტო, 2007 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ზურაბ ნოღაიდელი |
წინამორბედი | გიორგი პაპუაშვილი |
მემკვიდრე | დავით ჩანტლაძე |
დაბადებული | 16 ოქტომბერი, 1969 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | სსრკ → საქართველოს დროშა საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
პროფესია | სამართალმცოდნე |
დავით ტყეშელაშვილი (დ. 16 ოქტომბერი, 1969, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი.
ბიოგრაფია
განათლება
1996 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. 1987-1989 წლებში გაიარა სავალდებულო სამხედრო სამსახური. 2005 წლიდან ედმუნდ მასკის სტიპენდიანტია. 2006 წელს დაამთავრა ემორის უნივერსიტეტი. მინიჭებული აქვს მაგისტრის ხარისხი სამართალში.
პოლიტიკური კარიერა
1993-1995 წლებში იყო საქართველოს მოქალაქეთა ახალგაზრდული კავშირის პოლიტიკური მდივანი, თავმჯდომარის მოადგილე. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. მუშაობდა უმრავლესობის ლიდერის მოადგილედ. 1998-2002 წლებში საქართველოს მოქალაქეთა ახალგაზრდული კავშირის თავმჯდომარეა. 1999-2004 წლებში — საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 1999-2003 წლებში მუშაობდა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიასთან ურთიერთობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ. 2004-2008 წლებში — საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“.
2006 წლის 21 ივლისს დაინიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრად. 2007 წლის 30 აგვისტოდან იყო საქართველოს ჯანმრთელობის მინისტრი.[1] 2008 წლის 31 იანვრიდან იყო სახელმწიფო მინისტრი რეგიონული მართვის საკითხებში.[2] 2009 წლის 6 თებერვლიდან სათავეში ჩაუდგა, ახლად შექმნილ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს[3]. 2010 წლის ივნისიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციას.[4]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პოლიტიკური თანამდებობები | ||
---|---|---|
წინამორბედი: გიორგი პაპუაშვილი |
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი 2006 – 2007 |
შემდეგი: დავით ჩანტლაძე |
პოლიტიკური თანამდებობები | ||
---|---|---|
წინამორბედი: ვლადიმერ ჭიპაშვილი |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი 2007 – 2008 |
შემდეგი: ალექსანდრე კვიტაშვილი |
პოლიტიკური თანამდებობები | ||
---|---|---|
წინამორბედი: თანამდებობა შეიქმნა |
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი 2009 – 2010 |
შემდეგი: რამაზ ნიკოლაიშვილი |
თარგი:საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსები თარგი:საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრები თარგი:საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრები თარგი:საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრები
- Pages with script errors
- გვერდები ფაილების არასწორი ბმულებით
- პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსები
- დაბადებული 16 ოქტომბერი
- დაბადებული 1969
- საქართველოს IV მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს V მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს VI მოწვევის პარლამენტის წევრები
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები
- თბილისში დაბადებულები
- ტყეშელაშვილები
- საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრები