შინაარსზე გადასვლა

უილიამ ჯეიმზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან უილიამ ჯემსი)
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბ. თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბ. ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდ. თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდ. ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დასაფლავებულია Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მოქალაქეობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ეროვნება Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საქმიანობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მუშაობის ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ალმა-მატერი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
განთქმული მოსწავლეები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პარტნიორ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სამეცნიერო ხარისხი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მეუღლე Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მამა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დედა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
შვილ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ნათესავ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჯილდოები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Script error: No such module "collapsible list".
ხელმოწერა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საიტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში

უილიამ ჯეიმზი (ინგლ. William James; დ. 11 იანვარი, 1842, ნიუ-იორკი — გ. 26 აგვისტო, 1910, ჩოკორუა) — ამერიკელი ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი, პრაგმატიზმისა და ფუნქციონალიზმის ერთ-ერთი დამფუძნებელი და წამყვანი წარმომადგენელი. სახელმძღვანელოებისა და მეცნიერული შრომების ავტორების მიერ ხშირად მოიხსენება როგორც თანამედროვე ფსიქოლოგიის მამა. მწერალ ჰენრი ჯეიმზის უფროსი ძმა.

ბიოგრაფია

სწავლობდა მედიცინას, 1869 წელს მოიპოვა დოქტორის ხარისხი, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უარი თქვა პრაქტიკოსი ექიმის კარიერაზე. 1872 წლიდან ასისტენტი — 1885 წლიდან ფილოსოფიის პროფესორი, 1889–1907 წლებში - ფსიქოლოგიის პროფესორი ჰარვარდის უნივერსიტეტში, სადაც 1892 წელს ჩამოაყალიბა პირველი აშშ-ში გამოყენებითი ფსიქოლოგიის ლაბორატორია (მიუნსტერბერგთან ერთად). აქტიურად იყო დაკავებული პარაფსიქოლოგიური ცდებითა და სპირიტიზმით. ჯეიმზი, ისევე როგორც სტენლი ჰოლი, ორჯერ იყო ამერიკული ფსიქოლოგიური ასოციაციის პრეზიდენტი 1894 და 1904 წლებში. პრუსიის მეცნიერებათა სამეფო აკადემიის წევრი.

ძირითადი იდეები

1878–1890 წწ. ჯეიმზი ქმნის თავის „ფსიქოლოგიის პრინციპებს“, რომელშიაც უკუგდებულია გერმანული ფსიქოლოგიის ატომიზმი და წამოყენებულია ცნობიერების კონკრეტული ფაქტებისა და მდგომარეობების შესწავლის ამოცანა, განსხვავებით ცნობიერების „შიგნით“ მყოფი მოცემულობებისა. ჯეიმზი განიხილავდა ცნობიერებას, როგორც ინდივიდუალურ ნაკადს, რომელშიაც ერთი და იგივე შეგრძნებები ან აზრები არასოდეს ორჯერ არ წარმოიშობიან (მსგავსად ჰერაკლიტეს დებულებისა ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ შესვლის შეუძლებლობის შესახებ). ცნობიერების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მახასიათებლად ჯეიმზი თვლიდა მის შერჩევითობას. ჯეიმზის თვალსაზრისით, ცნობიერება არის ფუნქცია, რომელიც, „ერთობ სავარაუდოა, - ისევე როგორც სხვა ბიოლოგიური ფუნქციები, - ვითარდებოდა იმიტომ, რომ იგი სასარგებლოა“. ხელმძღვანელობდა რა ცნობიერების ასეთი შემგუებლური ხასიათით, ჯეიმზი დიდ ადგილს უთმობდა ინსტინქტებსა და ემოციებს, აგრეთვე ადამიანის ინდივიდუალურ ფიზიოლოგიურ თავისებურებებს. ფართო გავრცელება ჰპოვა მის მიერ 1884 წელს წამოყენებულმა ემოციების თეორიამ. პიროვნების თეორიამ, რომელიც მან განავითარა თავისი „ფსიქოლოგიის“ ერთ-ერთ თავში, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა აშშ-ში პერსონოლოგიის ჩამოყალიბებაზე.

რელიგიასთან დამოკიდებულება

შრომაში „რელიგიური ცდის მრავალგვარობა“ (1902) უილიამ ჯეიმზი აღწერს რელიგიური ცდის ორ ძირითად ნაირსახეობას:

  • სულიერი ჯანმრთელობის რელიგია, მაგალითად - კათოლიციზმი;
  • რელიგია სულისა, რომელიც ტანჯვას განიცდის - ტრადიციული კალვინიზმი.

ჯეიმზი რელიგიის ღირებულებას ხედავდა მის უნარში დაეხმაროს ადამიანებს სიცოცხლისადმი პოზიტიური და დარწმუნებული დამოკიდებულების მოპოვებაში. მისი აზრით, რელიგია ხელს უწყობს ადამიანს თავისი თავისა და გარემომცველი პირობების შესახებ სწორი შეხედულებების განმტკიცებაში იმისათვის, რომ იგი არ გახდეს სიცოცხლისა და საზოგადოების არასრულყოფილების მსხვერპლი.

დიდი ადამიანების შესახებ

ჯეიმზი იყო ერთ-ერთი პირველთაგანი, ვინც თავის ლექციებში „დიდი ადამიანები და მათი გარემოცვა“ (Great Men and Their Environment) ყურადღება მიაქცია პიროვნებისა და გარემოს ურთიერთკავშირს. იგი თვლიდა, რმ გენიოსები უნდა აღვიქვათ როგორც მოცემულობა, როგორც „სპონტანური მუტაციები“ დარვინის ბუნებრივ შერჩევაზე გარემოს გავლენის თეორიის ანალოგიით. ჯემსმა შემოიტანა ცნება პიროვნების მგრძნობიარობისა ისტორიული მომენტის მიმართ (receptivities of the moment); ის თვლიდა, რომ ცვლილებები საზოგადოებაში ხდება ძირითადად პიროვნებების აქტიურობისა ან მაგალითის გავლენით. ამასთან გენიოსი ისეთ შესატყვისობაში აღმონდება ხოლმე თავისი დროის თავისებურებებთან, რომ შეუძლია გახდეს მოძრაობის სულისჩამდგმელი და ინციატორი ან, რაც გამორიცხული არ არის, გახდეს სულიერი დეგრადაციისა და ადამიანთა დაღუპვის მიზეზი. მთლიანობაში ჯეიმზი დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა ისტორიული განვითარების სხვა მამოძრავებელ ძალებს, რის გამოც მისი კონცეპცია კრიტიკის საგანი გახდა, მაგალითად, სიდნი ჰუკის მხრიდან.

წევრობები

  • ამერიკის მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიის წევრი
  • ფრანგული ინსტიტუტის წევრი
  • ბერლინის მეცნიერებათა აკადემიის წევრი
  • დანიის მეცნიერებათა სამეფო აკადემიის წევრი
  • რომის dei Lincei აკადემიის წევრი
  • მოსკოვის ფსიქოლოგიური საზოგადოების საპატიო წევრი

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted