ფეხსაცმლის ბრახუნის ინციდენტი

ფეხსაცმლის ბრახუნის ინციდენტი — მოხდა 1960 წლის 12 აგვისტოს გაეროს გენერალური ასამბლეის 902-ე პლენარულ სხდომაზე, როდესაც გაბრაზებულმა საბჭოთა კავშირის ლიდერმა ნიკიტა ხრუშჩოვმა თავისი ფეხსაცმელი მისი დელეგატის მაგიდაზე დააბრახუნა.

ფაილი:Khrushchev's Shoe.jpg
ხრუშჩოვის ფეხსაცმლის ინციდენტი

ინციდენტის შესახებ არსებობს რამდენიმე სხვადასხვა ვერსია. ხრუშჩოვის შვილთაშვილი ნინა ხრუშჩევა წერს, რომ წლების სიჩუმის შემდეგ მისმა ოჯახმა ახსნა: სხდომის დროს ხრუშჩოვმა გაიხადა ფეხსაცმელი, რომელიც მას უჭერდა. როდესაც მან გაბრაზებულმა მაგიდაზე ხელების ბრახუნი დაიწყო, საათი იატაკზე დაუვარდა. როდესაც იგი საათს იატაკიდან იღებდა ფეხსაცმელი მოხვდა თვალში.

რესურსები ინტერნეტში