ფიზალისი
ფიზალისი (ლათ. Physalis) — ერთ- ან მრავალწლოვანი მცენარის გვარი ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა. მისთვის დამახასიათებელია კენკრა ნაყოფის უხეშ შალითაში განვითარება.
ცნობილია ფიზალისის 100-ზე მეტი სახეობა. მათი უმრავლესობა გავრცელებულია აშშ-ში. საქართველოში ფიზალისის ველური სახეობები გავრცელებულია იმერეთში ონტკოფას, ხოლო ქართლ-კახეთში — დუდღუბოს სახელწოდებით.
კულტურაშია პერუული ფიზალისი, მარწყვისებრი ფიზალისი, მექსიკური ფიზალისი. ფიზალისის ნაყოფს იყენებენ ნედლად და გადამუშავებულს (მარინადი, ხიზილალა, კომპოტი, საკონდიტრო წარმოებაში და სხვა). მისი აგროტექნიკა ისეთივეა, როგორის პამიდორისა.
ლიტერატურა
- გ. კვაჭაძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1986. — გვ. 285.