ფრიდრიხ II დიდი
ფრიდრიხ II | |
---|---|
Friedrich II | |
პრუსიის მეფე ბრანდენბურგის კურფიურსტი | |
მმართ. დასაწყისი: | 1740 |
მმართ. დასასრული: | 1786 |
წინამორბედი: | ფრიდრიხ ვილჰელმ I |
მემკვიდრე: | ფრიდრიხ ვილჰელმ II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 24 იანვარი, 1712 |
დაბ. ადგილი: | ბერლინი |
გარდ. თარიღი: | 17 აგვისტო, 1786 |
გარდ. ადგილი: | პოტსდამი |
შვილები: | ელიზაბეთ კრისტინა ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელ-ბევერნელი |
დინასტია: | ჰოენცოლერნები |
მამა: | ფრიდრიხ ვილჰელმ I |
დედა: | სოფია დოროთეა ჰანოვერელი |
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
ფრიდრიხ II დიდი (გერმ. Friedrich II der Große) მეტსახელად ბებერი ფრიცი (გერმ. der Alte Fritz; დ. 24 იანვარი, 1712, ბერლინი — გ. 17 აგვისტო, 1786, პოტსდამი) — პრუსიის მეფე და სამხედრო მოღვაწე, განათლებული აბსოლუტიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი და გერმანული სახელმწიფოებრიობის ფუძემდებელი.
პრუსიის მეფე 1740 წლიდან 1786 წლამდე. ფრიდრიხის მეფობის 46 წელი იყო ჰოენცოლერნების დინასტიის წარმომადგენლის ყველაზე ხანგრძლივი მმართველობა. ფრიდრიხ დიდის ყველაზე დიდი მიღწევები იყო პრუსიის ჯარის რეორგანიზაცია, სამხედრო წარმატებები სილეზიის ომებსა და პოლონეთის დანაწილების დროს, ხელოვნების პატრონაჟი და განმანათლებლობის მხარდაჭერა. იგი იყო უკანასკნელი ჰოენცოლერნი, რომელიც ატარებდა ტიტულს მეფე პრუსიაში, რომელიც მან პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის ნაწილის ანექსიის შემდეგ შეცვალა პრუსიის მეფის ტიტულით. ფრიდრიხის მეფობის პერიოდში პრუსიამ გაზარდა საკუთარი ტერიტორია და ევროპის წამყვანი სამხედრო ძალა გახდა. მოგვიანებით გერმანელმა ერმა მას ფრიდრიხ დიდი (გერმ. Friedrich der Große) და ზედმეტსახელად გერმ. "Der Alte Fritz" („ბებერი ფრიცი“) შეარქვეს.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ფრიდრიხი საკუთარ თავს „სახელმწიფოს პირველ მსახურად“ მიიჩნევდა [1] და არის განათლებული აბსოლუტიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი. მან სრულიად განაახლა და გაათანამედროვა პრუსიის ბიუროკრატიული და საჯარო სამსახურები,[2] ხოლო იურიდიული სისტემის რეფორმის მთავარი გამოხატულება გახდა არა-არისტოკრატიული წარმომავლობის ადამიანების დაშვება მოსამართლეთა და სხვა მაღალ თანამდებობებზე. გამოირჩეოდა მიგრანტებისადმი კეთილგაწნყობით და რელიგიური შემწყნარებლობით, თუმცა, ამავე დროს, უშვებდა მკაცრ რეპრესიულ ზომებს, რომლებიც მიმართული იყო პოლონელი კათოლიკეების წინააღმდეგ. ფრიდრიხი პატრონაჟს უწევდა ხელოვნებასა და ფილოსოფოსებს, ასევე უშვებდა პრესის თავისუფლებას.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ითვლება გერმანული კულტურის დამახასიათებელი ფრაზის გერმ. Ordnung muß sein ავტორად.[3]
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- Richard, Ernst (1913). History of German Civilization. A General Survey. Macmillan Publishers. ISBN 978-1-330-40480-5Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
სქოლიო
- ↑ იხ. ფრანგ. Antimachiavel და "ფრანგ. Œuvres". Vol. 8, p. 66, და "ფრანგ. Mémoires pour servir à l'histoire de la maison de Brandenbourg". In: "Œuvres", Vol. 1, p. 123.
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Dodd, William J. (2007). Jedes Wort wandelt die Welt: Dolf Sternbergers politische Sprachkritik (de). Wallstein, გვ. 143. ISBN 978-3-8353-0230-3Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted