ყარსის ხელშეკრულება
ყარსის ხელშეკრულება | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted თურქეთისა და საბჭოთა კავშირის საზღვარი ხელშერკულების თანახმად | |
დეტალები | |
შექმნის თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გამოქვეყნების თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
რატიფიკაცია | 11 სექტემბერი, 1922 |
ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
იურისდიქცია | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ქვეყანა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ავტორი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ხელისმომწერნი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ყარსის შეთანხმება (თურქ. Kars Antlaşması, რუს. Карсский договор, ქართ. ყარსის ხელშეკრულება, სომხ. Կարսի պայմանագիր, აზერ. Qars müqaviləsi) — სამშვიდობო ხელშეკრულება ერთი მხრივ თურქეთსა და მეორე მხრივ ამიერკავკასიის რესპუბლიკებს - საქართველოს სსრ-ს, სომხეთის სსრ-სა და აზერბაიჯანის სსრ-ს შორის. ხელშეკრულება დაიდო რსფსრ-ს მონაწილეობით და ხელი მოეწერა ყარსში 1921 წლის 13 ოქტომბერს, ხოლო რატიფიცირებულ იქნა 1922 წლის 11 სექტემბერს ერევანში.
შეთანხმებით საქართველოს სსრ-ს ბათუმის ოლქიდან დარჩა მხოლოდ ქალაქი ბათუმი და აჭარა, თურქეთმა მიიღო ართვინის ოკრუგი და არტაანის ოკრუგი. სომხეთის სსრ-ს თურქეთმა დაუბრუნა ქალაქი გიუმრი და დაიტოვა ყარსი. ყარსის ხელშეკრულება იმეორებდა 1921 წლის 16 მარტს მოსკოვში მოსკოვის ხელშეკრულების პირობებს, რომლითაც საბჭოთა რუსეთი და თურქეთი შეთანხმდნენ კავკასიაში ტერიტორიების განაწილების თაობაზე. ხელშეკრულებით თურქეთს გადაეცა 24 0000 კმ² , მათ შორის 13046 კმ² საქართველოს და დანარჩენი სომხეთის ტერიტორია.
საქართველომ, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ 1992 წელს აღიარა ყარსის ხელშეკრულება.
მონაწილე პირები
თურქეთის მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ მუსა ქიაზიმ ყარაბექირი, დეპუტატი მუხტარ ბეი, აღმოსავლეთ ანატოლიის რკინიგზის უფროსი ველი ბეი, თურქეთის სრულუფლებიანი წარმომადგენელი აზერბაიჯანში მენდუხ შევქეთ-ბეი. რსფსრ-ს მხრიდან მონაწილეობას იღებდა რუსეთის სრულუფლებიანი წარმომადგენელი თურქეთში სერგეი ნაცარენუსი და საგარეო საქმეთა სახკომის კოლეგიის წევრი იაკობ განეცკი.
საქართველოს სსრ-ს წარმოადგენდნენ შალვა ელიავა, საქართველოს სრ რევკომის პრეზიდიუმის წევრი და სამხედრო-საზღვაო საქმეთა სახალხო კომისარი; ალექსანდრე სვანიძე საქართველოს სსრ საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი და დელეგაციის მრჩეველი სასაზღვრო ტერიტორიულ საკითხებში პავლე ინგოროყვა. სომხეთის სსრ-დან მონაწილეები იყვნენ საგარეო საქმეთა სახკომი ასქანაზ მრავიანი და შინაგან საქმეთა სახკომი პოღოს მაკინციანი. აზერბაიჯანის სსრს წარმოადგენდა სახალხო კონტროლის სახკომი ბებუთ შახტახტინსკი.
მოლაპარაკებები
ყარსის კონფერენცია მოწვეულ იქნა 1921 წლის 26 სექტემბერს 1921 წლის 16 მარტის მოსკოვში მოსკოვის ხელშეკრულების საფუძველზე და მას საბოლოოდ უნდა გადაეწყვიტა სასაზღვრო-ტერიტორიული საკითხი. საქართველოსთვის ეს ეხებოდა ბათუმის ოკრუგის სამხრეთ ნაწილს, აგრეთვე ართვინის ოკრუგს (მთლიანად) და არტაანის ოკრუგის ჩრდილოეთ ნაწილს. სომხეთისთვის ეს იყო ყარსის ოლქი ყაგიზმანითურთ და არტაანის ოკრუგის სამხრეთ ნაწილი, აზერბაიჯანისთვის კი ნახჭევანი. მოლაპარაკები გაიმართა ყარსის ვალის რეზიდენციაში. მოლაპარაკებები ორ კვირას გრძელდებოდა. საბოლოო შეთანხმება შედგა 1921 წლის 13 ოქტომბრის ნაშუადღევს. ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ განსაზღვრულა.
მითები და პროპაგანდა
ყარსის ხელშეკრულების ირგვლივ არსებობს რამდენიმე მითი. [1] ერთ-ერთი მითის თანახმად ყარსის ხელშეკრულებას ვადა 2021 წელს ეწურება, რის შემდეგაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეთანხმება სადავო ხდება. ხელშეკრულებაში არ არის არავითარი ჩანაწერი, რომელიც 2021 წელს მისი ვადის გასვლის სამართლებრივ საფუძველს ქმნის, ამასთანავე, 1993 წლის 25 მარტი საქართველოს რესპუბლიკას და თურქეთის რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ მხარეები „დაიცავენ მათ შორის დადებულ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს დაწყებული 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის შეთანხმებით“.[1]
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1986. — გვ. 630.
- საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ისტორია / მეტრეველი რ., თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: ქართული უნივერსიტეტი, 2015. — გვ. 5-7, ISBN 978-9941-9450-0-7Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- ნოზაძე ვ., „საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლა მესხეთის გამო“, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირი, 1989.
რესურსები ინტერნეტში
- ყარსის ხელშეკრულების ორიგინალური ვერსია ინგლისურ და რუსულ ენებზე
- გაზეთ „კვირის პალიტრის“ სტატია - ყარსის ხელშეკრულება - 90 წლის წინ დაშვებული შეცდომა
- Treaty of Kars Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Atlas of Conflicts: The Treaty of Kars and Its Geopolitical Implications on Armenia by Dr. Andrew Andersen, Ph.D.
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 3 მითი ყარსის ხელშეკრულების შესახებ, 3 მაისი, 2017
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted