შინაარსზე გადასვლა

სიმონ ყაუხჩიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ყაუხჩიშვილი, სიმონ)

თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბ. თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბ. ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდ. თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდ. ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დასაფლავებულია Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მოქალაქეობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ეროვნება Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საქმიანობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მუშაობის ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ალმა-მატერი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
განთქმული მოსწავლეები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პარტნიორ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სამეცნიერო ხარისხი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მეუღლე Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მამა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დედა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
შვილ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ნათესავ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჯილდოები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Script error: No such module "collapsible list".
ხელმოწერა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საიტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში

სიმონ გიორგის ძე ყაუხჩიშვილი (დ. 14 ოქტომბერი, 1895, ქუთაისი — გ. 15 მაისი, 1981, თბილისი) — ქართველი მეცნიერი-ბიზანტინოლოგი, ისტორიკოსი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1927), პროფესორი (1927), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1969), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე, საქართველოში კლასიკური ფილოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ქართული ბიზანტინოლოგიური სკოლის დამაარსებელი. შეადგინა ლათინურ-ქართულ-ლათინური ლექსიკონი[1].

მისი შვილი, თინათინი, ასევე მეცნიერი იყო.[2]

ბიოგრაფია

დაიბადა ქუთაისელი კათოლიკეების ოჯახში, რომელიც წარმოშობით მესხეთიდან ყოფილა. დაწყებითი განათლება მიიღო ცნობილი პედაგოგის და საზოგადო მოღვაწის იოსებ ოცხელის მიერ დაფუძნებულ ორწლიან მოსამზადებელ სკოლაში.[3] შემდეგ კი ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში შევიდა. 1913 წელს ჩაირიცხა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის განყოფილებაზე. პარალელურად ყაუხჩიშვილი სწავლას იწყებს აღმოსავლური ენების ფაკულტეტის ქართულ-სომხურ განყოფილებაზე, სადაც მისი მასწავლებლები არიან ნიკო მარი და ივანე ჯავახიშვილი. 1917 წელს იგი წარჩინებით ამთავრებს პეტერბურგის უნივერსიტეტს და ბრუნდება საქართველოში. თავდაპირველად ანტიკური ქვეყნებისა და საქართველოს ისტორიას ასწავლიდა ქალთა სემინარიაში. 1918 წლიდან თბილისის უნივერსიტეტშია, სადაც იგი საპროფესოროდ მოსამზადებლად იქნა დატოვებული ბერძნულ-ბიზანტიური ფილოლოგიის განხრით. 1920 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი ცნობილი ნაშრომი „ხრონოგრაფი გიორგი მონაზონისა (გიორგი ამარტოლის „ხრონოგრაფის“ ქართული თარგმანი)“, ნაწ. I, ტექსტი. ეს იყო IX საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსის საკმაოდ ცნობილი თხზულების XII საუკუნეში შესრულებული არსენ იყალთოელისეული თარგმანის მეცნიერული პუბლიკაცია. შემდეგი ხუთის თვის მანძილზე (1920 წ. სექტემბერი — 1921 წ. იანვარი) უნივერსიტეტის მივლინებით ყაუხჩიშვილი მუშაობს ათენში, სადაც ეუფლება ახალ ბერძნულ ენას და ეცნობა ბიზანტიური ეპოქის ბერძნული ლიტერატურის ძეგლებს, ბერძნულ ხელნაწერებს. იქიდან მიემგზავრება ბერლინში, სადაც ოთხი სემესტრის განმავლობაში სახელგანთქმული ელინისტებისა და ბიზანტიოლოგების ხელმძღვანელობით როგორებიც იყვნენ უ. ვილამოვიც-მოლენდორფი, ედ. მაიერი, ჰ. დილსი და უ. ვილკენი, სემინარებში მუშაობდა, ლექციებს ისმენდა, სწავლობდა რა პარალელურად წყაროთმცოდნეობას, ეპიგრაფიკასა და პალეოგრაფიას. 1923 წლიდან ასწავლის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1927 წლიდან ბიზანტიოლოგიის კათედრის გამგეა.ორჯერ 1938 და 1953 წლებში ყაუხჩიშვილი მოყვა რეპრესიებში. ორივეჯერ მას დაატოვებინეს კათედრა, ჩამოართვეს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის წოდება, რომელიც მას 1950 მიენიჭა. ორივეჯერ იგი იქნა რეაბილიტირებული, თუმცა პირველ შემთხვევაში, იძულებული იყო მოსკოვში განეგრძო მოღვაწეობა1939–1940 წლებში, საბჭოთა აკადემიის მსოფლიო ლიტერატურის ინსტიტუტის ანტიკური ლიტერატურის განყოფილებაში. 1960 წელს, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დაარსებისთანავე ყაუხჩიშვილი სათავეში ჩაუდგა ამ ინსტიტუტის ბიზანტიოლოგიის განყოფილებას და მას სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. 1969 წელს აღადგინეს და აირჩიეს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. ყაუხჩიშვილის უამრავ გამოკვლევათა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს იოანე პეტრიწის შრომათა მეცნიერულ პუბლიკაციას ორ ტომად 1937/1940 ( II. ტომი შ. ნუცუბიძესთან ერთად); უაღრესი მნიშვნელობა აქვს მის გამოკვლევებს „ბალავარიანთან“ დაკავშირებით, აგრეთვე პეტრიწონის მონასტრის ისტორიის შესწავლაში. ყაუხჩიშვილი ავტორია ქართულ ისტორიოგრაფიაში დღემდე პირველი და ერთადერთი სახელმძღვანელოსი ბიზანტიის ისტორიაში: „ლექციები ბიზანტიის ისტორიიდან“ (თბილისი 1948).

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.[4] მის გვერდით დაკრძალულია მისი მეუღლე — თამარ ნიკოლოზის ასული იშხნელი (1896-1975).

1979 წელს გადაღებული იქნა დოკუმენტური ფილმი, რომელშიც მოთხორბილია სიმონ ყაუხჩიშვილის მოღვაწეობის შესახებ.[5]

ლიტერატურა

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 355, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

ვიკიწყარო
ვიკიწყარო
ვიკიწყაროში არის სტატია:

სქოლიო

  1. ლათინურ-ქართულ ლექსიკონი; 1961 წ.
  2. ხსოვნა: აკადემიკოსი თინათინ ყაუხჩიშვილი. საქართველოს რესპუბლიკა. ქართული პრესის ელექტრონული არქივი (1 აპრილი, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 14 ივნისი, 2019.
  3. სიმონ ყაუხჩიშვილი (1895-1981). განმანათლებლობა საქართველოში — იდეები და მოღვაწეები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-06-30. ციტირების თარიღი: 14 ივნისი, 2019.
  4. სიმონ ყაუხჩიშვილი (1895-1981). geonecropol.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-09. ციტირების თარიღი: 14 ივნისი, 2019.
  5. სიმონ ყაუხჩიშვილი (1979). ეროვნული ფილმოგრაფია. ციტირების თარიღი: 14 ივნისი, 2019.[მკვდარი ბმული]

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

თარგი:ავტორიტეტული წყაროები