ყოლის ნაეკლესიარი
ყოლის ნაეკლესიარი — არქიტექტურის ძეგლი, საკულტო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყოლაში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
რუხი ფლეთილი ქვით ნაგები ეკლესია ფრაგმენტულად არის შემორჩენილი. იკითხება ჩრდილო-აღმოსავლეთი კუთხე 1,5 მეტრის სიმაღლეზე. დანარჩენი მიწით არის დაფარული. სქემატური გეგმის შედგენა შეუძლებელია გაწმენდის გარეშე.
ლიტერატურა
- შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004