კუმა-მანიჩის ღრმული
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან ყუმა-მანიჩის ღრმული)
კუმა-მანიჩის ღრმული (რუს. Кумо-Манычская впадина) — ტექტონიკური ღარისებრი დადაბლება, რომელიც გამოჰყოფს იმიერკავკასიის აღმოსავლეთ ევროპის ვაკის სამხრეთ ნაწილის სტეპებისა და ნახევარუდაბნოებისაგან და აკავშირებს ყუბან-აზოვისპირა და კასპიისპირა დაბლობებს. სიგანე 20-30 კმ, ცენტრალურ ნაწილში ვიწროვდება 1-2 კმ-მდე. ანთროპოგენურ პერიოდში წარმოადგენდა ზღვის სრუტეს, რომელიც აკავშირებდა კასპიისა და შავი ზღვის აუზებს. ამჟამად კუმა-მანიჩის ღრმულის ქვაბულში მდებარეობს ტბები და წყალსაცავები.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1983. — გვ. 70.