შარლიზ თერონი
შარლიზ თერონი | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted შარლიზ თერონი 2018 წელს | |
დაბადების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
გაუჩინარდა | Script error: No such module "Separated entries". |
გარდაცვალების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
დაკრძალულია | Script error: No such module "Separated entries". |
საქმიანობა | მოდელი, მსახიობი |
აქტიური | 1995 - დღემდე |
წოდება | Script error: No such module "Separated entries". |
მეუღლე(ები) | შონ პენი (2014-დღემდე) |
მშობლები | Script error: No such module "Separated entries". |
ოსკარი | 2003 — მონსტრი |
ოქროს გლობუსი |
საუკეთესო მსახიობი ქალი დრამაში |
საიტი | charlizetheron.com |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
შარლიზ თერონი (ინგლ. Charlize Theron, [ʃɑrˈliːs ˈθɛrən], აფრიკაანსი [ʃɑrˈliːs ˈtrɔn]; დ. 7 აგვისტო 1975, ბენონი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) — სამხრეთ აფრიკელი წარმოშობის ამერიკელი მოდელი და მსახიობი.
ბიოგრაფია
თერონი დაიბადა ბენონში, ტრანსვაალის პროვინციაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, და ერთადერთი ბავშვი იყო გერდა ჯეიკობ ალეტისა და ჩარლზ თერონის ოჯახში.[1][2] დედის მხრიდან თერონი გერმანული წარმოშობისაა, ხოლო მამის მხრიდან — ფრანგული და ნიდერლანდური ფესვები აქვს. თერონის მშობლები ფერმას და გზების მშენებლობის ფირმას ფლობდნენ, რომელსაც გერდა თერონი მართავდა.
1991 წლის 21 ივნისს მისმა დედამ, გერდამ, მამამისი ცელსასროლი იარაღით მოკლა. ჩარლზი, რომელიც ალკოჰოლიკი იყო,[3] გერდას თავს დაესხა და მასა და შარლიზს მოკვლით ემუქრებოდა. გასროლა თავდაცვად შეფასდა და გერდა არ დასჯილა.[4] ამ დროს შარლიზი 15 წლის იყო.
თერონი 1990-იანი წლების ბოლოს გახდა ცნობილი როლებით ისეთ ფილმებში, როგერებიცაა „ორი დღე ხეობაში“, „მძლავრი ჯო იანგი“, „ეშმაკის ადვოკატი“ და „მეღვინეების წესები“. თერონის მიერ განსახიერებულმა სერიული მკვლელის ეილინ უორნოსის როლმა ფილმში „მონსტრი“ (2003) კრიტიკოსების და კინომოყვარულების მოწონება და არაერთი ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის „ოქროს გლობუსი“, „ვერცხლის დათვი“, „ოსკარი“ ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის და სხვა. თერონი აფრიკაში დაბადებულთაგან პირველი მსახიობი გახდა, რომელმაც ოსკარი მოიპოვა. 2005 წელს შარლიზი კვლავ წარადგინეს ოსკარის ნომინაციაზე ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისათვის ფილმში „ჩრდილოეთის ქვეყანა“ (2005). ჰოლივუდის ბულვარზე გახსნილია შარლიზ თერონის სახელობის ვარსკვლავი.
ფილმოგრაფია
ესკიზის შექმნის შეცდომა: | მოცემული ფილმოგრაფია არ არის სრული. გთხოვთ დაგვეხმაროთ მის შევსებაში. |
წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1997 | ფ | ეშმაკის ადვოკატი | The Devil's Advocate | მერი-ენ ლომაკსი |
1999 | ფ | მეღვინეების წესები | The Cider House Rules | კენდი |
1999 | ფ | ასტრონავტის მეუღლე | The Astronaut's Wife | ჯილიან არმაკოსტი |
2000 | ფ | აზარტული თამაშები | Reindeer Games | ეშლი |
2000 | ფ | ღირსების საქმე | Men of Honor | გვენ სანდეი |
2001 | ფ | 15 წუთი | 15 Minutes | როუზ ჰემი |
2001 | ფ | ტკბილი ნოემბერი | Sweet November | სარა |
2003 | ფ | მონსტრი | Monster | ეილინ უორნოსი |
2003 | ფ | ძარცვა იტალიურად | The Italian Job | სტელა ბრიჯერი |
2005 | ფ | ჩრდილოეთის ქვეყანა | North Country | ჯოსი ეიმზი |
2009 | ფ | ალმოდებული ველი | The Burning Plain | სილვია |
2012 | ფ | ფიფქია და მონადირე | Snow White and the Huntsman | დედოფალი რავენა |
2014 | ფ | მილიონი გზა მოკვდე დასავლეთში | A Million Ways to Die in the West | ანა ლეზერვუდი |
2015 | ფ | შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა | Mad Max: Fury Road | იმპერატორ ფურიოსა |
2017 | ფ | ფორსაჟი 8 | The Fate of the Furious | საიფერი |
2012 | ფ | ფორსაჟი 9 | The Fate of the Furious | საიფერი |
რესურსები ინტერნეტში
- ოფიციალური საიტი
- შარლიზ თერონი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაშიLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სქოლიო
- ↑ Karsten, Chris (2009). Charlize: Life's One Helluva Ride. Human & Rousseau, გვ. 18.
- ↑ Karsten, Chris (2009). Charlize: Life's One Helluva Ride. Human & Rousseau, გვ. 16.
- ↑ განაცხადა „Inside the Actors Studio“-სთან ინტერვიუში, 2004 წელს.
- ↑ Charlize Theron. BiographyChannel.co.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-12-08.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted