შეთანხმება ეკლესიის მთავრებთან
„შეთანხმება ეკლესიის მთავრებთან“ (ლათ. Confoederatio cum principibus ecclesiasticis) — საღვთო რომის იმპერიის კანონი, რომელიც დაამტკიცა იმპერატორმა ფრიდრიხ II-მ 1220 წლის 26 აპრილს. კანონმა ფართო პრივილეგიები მიანიჭა გერმანიის უზენაეს სამღვდელოებას და საფუძველი ჩაუყარა იმპერიაში საეკლესიო სამთავროების შექმნას. „შეთანხმება ეკლესიის მთავრებთან“ ითვლება საღვთო რომის იმპერიის კონსტიტუციის ერთ-ერთ უმთავრეს სამართლებრივ საფუძვლად.
რესურსები ინტერნეტში
- ეკლესიის მთავრებთან შეთანხმების ტექსტი (რუსული)
- ეკლესიის მთავრებთან შეთანხმების ორიგინალი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted (ლათინური)