შეკლტონის შელფური მყინვარი
შეკლტონის შელფური მყინვარი (ინგლ. Shackleton Ice Shelf) — მყინვარი აღმოსავლეთ ანტარქტიდაში, დედოფალ მერის მიწასა და უილქსის მიწის სანაპიროზე. გადაჭიმულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ 440 კმ-ზე, ხოლო სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ 170 კმ-ზე. ფართობი 33,820 კმ². მყინვარის სისქე 180-200 მ. შუა ნაწილში უერთდება დენმენისა და სკოტის მყინვარები. ადგილ-ადგილ აღმართულია 250-300 მ სიმაღლის ყინულის გუმბათები. აღმოაჩინა ამერიკის ჩარლზ უილქსის ექსპედიციამ 1840 წელს. სახელი ეწოდა ერნესტ შეკლტონის პატივსაცემად.
შეკლტონის შელფური მყინვარი
| |
---|---|
![]() შეკლტონის შელფური მყინვარის კოსმოსური გამოსახულება | |
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
ფართობი | 33,820 კმ² |
სიგრძე | 440 კმ |
სისქე | 180-200 მ |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1986. — გვ. 706.