შუა ევროპის ვაკე
შუა ევროპის ვაკე ან ჩრდილოეთ ევროპის ვაკე — ვაკე ევროპაში, უმთავრესად პოლონეთში, გერმანიაში, დანიასა და ნიდერლანდებში. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ჩრდილოეთისა და ბალტიის ზღვის სანაპიროები, სამხრეთით ჰერცინული სისტემის მთები და მაღლობები.
გეოგრაფიული მახასიათებლები
ზომები
სიგრძე დაახლოებით 600 კმ, სიგანე 200-იდან 500 კილომეტრამდეა, სიმაღლე უმეტესად 50–100 მ-მდე. ცალკეული მორენული სერების სიმაღლე 300 მეტრზე მეტია. უმთავრესად აგებულია კირქვებითა და ქვიშაქვებით, რომლებიც ზემოდან დაფარულია მყინვარული ნალექებით.
ჰავა და საშუალო ტემპერატურები
ჰავა გარდამავალია ზღვიურიდან კონტინენტურისაკენ. იანვრის საშუალო ტემპერატურაა დასავლეთით -1-იდან -3°C-მდე, აღმოსავლეთით -2-იდან -4°C-მდე; ივლისისში კი 17–19°C. ნალექები დასავლეთით 800 მმ წელიწადში, აღმოსავლეთით – 500 მმ.
ჰიდროლოგია და ბიომრავალფეროვნება
მდინარეთა ქსელი ხშირია (ოდრის, ელბის, ვეზერის, რაინის და სხვათა აუზები). შუა ევროპის ვაკეზე ბევრია მყინვარული ტბა. განვითარებულია ტყის ყომრალი და გაეწრებული ნიადაგები. ბუნებრივი მცენარეულობიდან დასავლეთით მუხნარ–წიფლნარია, აღმოსავლეთთ — შერეული ტყეები. ტყე ძირითადად გაჩეხილია. ჩრდილოეთით ბევრია ტორფნარი. ხეობებში მდელოებია. არის მარცვლეულის ნათესები, შაქრის ჭარხლის ნარგავები. აქ მცხოვრები ადამიანები მისდევენ მესაქონლეობას. შუა ევროპის ვაკე მჭიდროდაა დასახლებული. ვაკეზე მდებარეობს ქალაქები:
- პოზნანი (პოლონეთი)
- ბერლინი (გერმანია)
- ჰამბურგი (გერმანია)
- ბრემენი (გერმანია)
- ჰანოვერი (გერმანია)
- ამსტერდამი (ნიდერლანდები)
- როტერდამი (ნიდერლანდები).
ჩრდილოეთ გერმანიის ვაკე
შუა ევროპის ვაკის გერმანულ ნაწილს ჩრდილოეთ გერმანიის ვაკე ეწოდება. ჩრდილოეთ გერმანიის ვაკის უმეტესი ნაწილი ზღვის დონიდან 100 მეტრზე დაბლა მდებარეობს. ოკეანის ჩრდილოეთი სანპიროების უმეტესი ნაწილი მოსწორებულია და ჭაობებითა და ვატებითაა დაფარული. ჩრდილოეთ გერმანიის ვაკის გაგრძელებად ითვლება ჩრდილოეთ და აღმოსავლეთი ფრიზის კუნძულები, რომელიც კონტინენტს შუა საუკუნეებში წყალდიდობის დროს გამოეყო.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1987. — გვ. 49.
რესურსები ინტერნეტში
- Baltic Lagoons Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted (ინგლისური)
- Lowlands-L, an international discussion community dealing with the North European Plain, its cultures, language varieties, history, etc.; also dealing with Lowlands-based heritage in Britain, North America, Australia, etc. (ინგლისური)
- Clickable map (რუსული)