შინაარსზე გადასვლა

ჭელიათის აკლდამა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჩელიათის აკლდამა)

ჭელიათის აკლდამა - არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელიათაში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ორსართულიანი აკლდამა აგებულია ფლეთილი ქვით და კირის დუღაბით. გადახურვა ორქანობიანია, დანაწევრებული ფიქალის თაროებით. ორივე სართულის ღიობი სამხრეთ კედელშია მოწყობილი.

ლიტერატურა

  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004