ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესია (ჩეხ. Pravoslavná církev v Českých zemích a na Slovensku — ჩეხეთისა მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესია) — ავტოკეფალური, მართლმადიდებელი ეკლესია, უკავია მე–14 ადგილი მართლმადიდებელი ეკლესიების დიფტიქში. იურისდიქცია ვრცელდება ჩეხეთსა და სლოვაკეთზე.
ფაილი:Church of the Czech Lands and Slovakia logo.gif | |
ინფორმაცია | |
---|---|
დამაარსებელი | |
ავტოკეფალია |
1951, 1998 |
ადგილი დიპტიქში |
მე-14 |
წინამძღვარი | |
რეზიდენცია | |
არეალი | |
საეკლესიო ენა | |
მრევლი |
100 000 |
დაარსდა დიდი მორავიის სამთავროს ტერიტორიაზე 863 წელს წმინდანი ძმების კირილე და მეთოდეს მიერ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შედიოდა მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში, ავტოკეფალია მოიპოვა 1951 წელს. აქვს 4 ეპარქია: პრაღის (რეზიდენცია პრაღაში), ოლომოუცკო–ბრნოს (ბრნო), პრეშოვის (პრეშოვი) და მიხაილოვსკის (მიხაილოვცე). ეკლესიის სათავეში დგას მიტროპოლიტი პრეშოვისა და სრულიად ჩეხეთისა და სლოვაკეთისა, უნეტარესი როსტისლავი.
2001 წლის აღწერით სლოვაკეთში ეკლესიას ჰყავს 50 363 მრევლი, ხოლო ჩეხეთში – 22 968 (რომელთა უმრავლესობა ეროვნებით უკრაინელია).
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- ჩეხეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური საიტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური საიტი
- ელექტრონული გამოცემა "ხატულა" Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ჟურნალი "მართლმადიდებლობის ხმა"