შინაარსზე გადასვლა

ეკლესიის მამები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან წმინდა მამები)
ესკიზის შექმნის შეცდომა:
„ეკლესიის მამები“. მინიატურა ძველრუსული ე. წ. სვიატოსლავის კრებულიდან (1076 წ.)

ეკლესიის მამები, წმინდა მამები (ბერძ. Ἐκκλησιαστικοί Πατέρες) — საპატიო ტიტული, რომელიც გამოიყენება IV საუკუნიდან გამოჩენილი საეკლესიო მოღვაწეებისა და მწერლების აღსანიშნავად, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით საეკლესიო დოგმატიკის, იერარქიული ორგანიზაციისა და ეკლესიის ღვთისმსახურების ფორმირებაში, კანონების შექმნაში. ითვლება, რომ წმინდა მამები გამოირჩევიან ორთოდოქსალური სწავლებებით, სიწმინდითა და ეკლესიის აღიარებით. წმინდა მამათა ფილოსოფიურ-საღვთისმეტყველო სწავლებებს პატრისტიკა ეწოდება.

რომის კათოლიკურ ეკლესიაში წმინდა მამებად ითვლებიან: ამბროსი მედიოლანელი, ავგუსტინე ნეტარი, იერონიმე და გრიგოლ I დიდი, მართლმადიდებელშიათანასე ალექსანდრიელი, ბასილი დიდი კესარიელი, გრიგოლ ნაზიანზელი, გრიგოლ ნოსელი, იოანე ოქროპირი, იოანე დამასკელი.

მიაკუთვნებენ გარკვეული პერიოდის საეკლესიო მოღვაწეებს (ზოგი მეცნიერი თვლის, რომ ეს პერიოდი XII ს-მდე გრძელდება) და ეკლესიის მიერ წმინდანებად შერაცხულ იმ პირებს, რომელთა მოძღვრება ორთოდოქსულად არის მიჩნეული. ეკლესიის მამათა კლასიკური პერიოდი დასავლეთში წმინდა ისიდორე სევილიელით სრულდება,Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაშიიოანე დამასკელით,Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ბერძნულ ეკლესიებში კი გრიგოლ პალამათი და მისი მიმდევრებით.

ეკლესიის მამების არაერთი დოგმატიკური, ლიტურგიკული, მორალისტურასკეტური, ჰაგიოგრაფიული თუ ფილოსოფიური ნაწარმოები ადრევე ითარგმნა ქართულად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ძველ ქართულ მწერლობაში ბასილი დიდის თხზულებამ „ექუჳსთა დღეთაჲ“, გრიგოლ ნოსელის „კაცისა შესაქმისათჳს“, ათანასე ალექსანდრიელის „ცხოვრება წმიდისა ანტონისი“ და სხვ. თხზულებები თარგმნეს ექვთიმე და გიორგი მთაწმიდლებმა, ეფრემ მცირემ, გრიგოლ ოშკელმა, დავით ტბელმა და სხვ.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted