წურწყაბის საეპისკოპოსო
წურწყაბის საეპისკოპოსო — ერთ-ერთი საეპისკოპოსო ფეოდალურ საქართველოში, სამცხე-საათაბაგოში.
საეპისკოპოსოს საზღვრები
XVI საუკუნის დოკუმენტის, სამცხე-საათაბაგოს მღვდელმთავართა ნუსხის[1], ცნობით, წურწყაბელის სამწყსო ბოცოთ ხევი იყო ხერთვისამდე. ამ საბუთში ჩამოთვლილ 13 ეპისკოპოსში წურწყაბელი მეექვსე ადგილზეა დასახელებული.
ვიკიციტატა | „Ⴅ. წურწყაბელის სამწყსო ხურსიძის სახლი, სულა ბოცოთ-ჴევი ხერთვისის ქვეითი მისია.“
|
(სამცხე-საათაბაგოს მღვდელთ-მთავარნი)
|
ვახუშტი ბატონიშვილიც ეხება წურწყაბის საეპისკოპოსოს და წერს, რომ ეპარქიას ჩრდილოეთიდან საზღვრავდა, არსიანიდან მტკვრამდე ბოცოსწყალი-ახალციხისწყალის ხეობა:
ვიკიციტატა | „ხოლო წურწყუმას არს ეკლესია გუნბათიანი, კეთილ-მშვენიერად ნაგები და დიდი. იჯდა ეპისკოპოსი, მწყემსი ბოცოსწყლისა და ახალციხისწყლის სამჴრეთისა, ვიდრე მტკვრადმდე და ერუშეთისა და არსიანის მთამდე[2].“
|
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted