ჭართალი (არსიანის ქედი)
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი
ჭართალი | |
---|---|
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 1557 მ |
ქედი | არსიანის ქედი |
ჭართალი — მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ადიგენის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს არსიანის ქედის აღმოსავლეთ განშტოების — ღრმანის ჩრდილო-აღმოსავლეთ დაბოლოებაზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 1557 მ. აგებულია გოდერძის წყების პიროკლასტებით. აქვს მახვილი, კონუსის ფორმის მწვერვალი და თანაბრად დახრილი, ზოგან კლდოვანი უბნების მქონე კალთები. მთის წვერო შემოსილია ბალახეულით, კალთები — მეორეული ტყით.
ლიტერატურა
- ტაბიძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1987. — გვ. 385.