შინაარსზე გადასვლა

ხუან მატა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ხუან მანუელ მატა)

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ხუან მანუელ მატა (ესპ. Juan Mata დ. 28 აპრილი, 1988) — ესპანელი ფეხბურთელი. „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი.

საკლუბო კარიერა

ადრეული წლები

მატა დაიბადა 1988 წლის 28 აპრილს, ბურგოსის პროვინციის პაწაწინა ქალაქ ვილიაფრანკაში. ხუანის მამა ასევე ფეხბურთელი იყო და საფეხბურთო კლუბ ბურგოსში თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობდა. გაერკვეული დროის გასვლის შემდეგ, მატას ოჯახი გადაბარგდა ოვიედოში. აქვე, ადგილობრივ რეალ ოვიედოში დაიწყო მატამ ახალგაზრდული კარიერა, 15 წლიდან კი რეალ მადრიდის აკადემიას შეუეერთდა. ახალგაზრდულ შემადგენლობაში მატამ 2005-06 წლების სეზონში 18 გოლი გაიტანა, რაც ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის საკმაოდ კარგი შედეგია. 2006-07 წლების სეზონში კი მატა უკვე მადრიდელთა სარეზერვო გუნდში გადაიყვანეს და ოფიციალური კონტრაქტი გაუფორმეს. ბერნაბეუზე ის 34 ნომრიანი მაისურით გამოდიოდა.

ვალენსია

2007 წლის მარტში, მატამ დატოვა მადრიდი და ხელშეკრულება გააფორმა საფეხბურთო კლუბ ვალენსიასთან. ვალენსიას ძირითად თერთმეტეულში მოხვედრაში, ახალგაზრდა ტალანტს ხელი შეუწყო იმან, რომ ტრავმირებული იყო ვისენტე, ანგულო კი რონალდ კუმანმა გუნდიდან გაუშვა.

მატამ პირველად მისი ვალენსიური კარიერის განმავლობაში დუბლი გაიფორმა სათასო შეხვედრაში ბარსელონასთან. მან ასევე გოლი გაიტანა ფინალში ხეტაფესთან. ხსენებულ სეზონში მატამ ვალენსიას მაისურით 9 გოლი შეაგდო და ყოველივე ამის შედეგად იგი დასახელდა ლოს ჩეს წლის საუკეთესო ახაგაზრდა ფეხბურთელად.

ტიტულები

  • ესპანეთის თასის გამარჯვებული (1): 2008
  • მსოფლიო ჩემპიონი (1): 2010
  • ინგლისის საფეხბურთო თასის გამარჯვებული (1): 2012
  • ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული (1): 2012
  • ევროპის ჩემპიონი (1): 2012

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: