ჰერაკლიუმის ბრძოლა

თარგი:Stack თარგი:Campaign ჰერაკლიუმის ბრძოლა იყო რომაელებსა და პიროსის მეთაურობით ბერძნებს შორის პირველი ბრძოლა. ამ ბრძოლაში რომაელებმა პირველად ნახეს საბრძოლო სპილოები და თავისი დამარცხებაც სწორედ ამ ცხოველებისადმი შიშს მიაწერეს.

წინარეისტორია

ძვ. წ. III საუკუნისთვის რომს უკვე დამორჩილებული ჰყავდა იტალიის ერების უმეტესობა. თავისუფლება შეინარჩუნეს მხოლოდ აპენინის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით გალებმა და სამხრეთით დიდმა საბერძნეთმა. ძვ. წ. 280ან წლებში კი რომსა და ტარენტიუმს შორის კონფლიქტი მომწიფდა. ტარენტიუმელებმა დახმარებისთვის ეპიროსის მეფეს პიროსს მიმართეს, რომელიც მალევე ჩამოვიდა იტალიაში. პიროსის და რომაელების ჯარებს შორის პირველი შეტაკება ჰერაკლიუმთან მოხდა.

ეს ბრძოლა ორივე მხარისთვის რთული იყო, რადგან მოწინააღმდეგეები ერთმანეთს სრულიად არ იცნობდნენ. პიროსის წარმოდგენაში რომაელები კარგი მეომრები, თუმცა ველური ბარბაროსები იყვნენ, ხოლო რომაელებისთვის ეს პირველი შეტაკება იყო ბერძნებთან და მათ პირველად ნახეს საბრძოლო სპილოები.

ბრძოლის მიმდინარეობა

პიროსი დაბანაკდა პანდოსიუმსა და ჰერაკლიუმს შორის, რომაელთა ბანაკის მახლობლად. პიროსმა ღამით დაზვერა რომაელთა ბანაკი და როდესაც ნახა თუ რა წესრიგი სუფევდა იქ გადაწყვიტა დალოდებოდა მოკავშირეებს და მხოლოდ შემდეგ დაეწო ბრძოლა, მაგრამ რომაელებმა არ აცალეს მას და მალევე გადმოკვეთეს მდინარე.

ფაილი:ჰერაკლიუმის ბრძოლა1.png
ბრძოლის დასაწყისი

რომაელებსა და ბერძნებს შორის გაიმართა ბრძოლა, პიროსი გამოირჩეოდა თავისი სამოსით და იარაღით, იგი ყველგან ასწრებდა მისვლას და ხელმძღვანელობდა ბრძოლას. ბრძოლის დროს ერთ-ერთი იტალიელი დაედევნა პიროს და სცადა მისი მოკვლა, მაგრამ დროულად იქნა შემჩნეული ბერძნების მიერ და მოკლული. ამის შემდეგ პიროსმა თავის მიახლოვებულ პირს მეგაკლოსს გაუცვალა ტანსაცმელი და იარაღი, თვითონ კი შეუტია რომაელებს.

რომაელებსა და ბერძნებს შორის სასტიკი ბრძოლა გაიმართა, ამბობდნენ რომ მათ ერთმანეთს შვიდჯერ დაახევინეს უკან. იარაღის გაცვლამ კი კინაღამ დაღუპა პიროსი. რომაელები გაეკიდნენ მეგაკლოსს და მოკლეს იგი. პიროსის მუზარადი ხელიდან ხელში გადადიოდა, რომაელებმა ხმამაღალი ყვირილით აღნიშნეს მეფის სიკვდილი, ბერძნები კი დაითრგუნნენ. პიროსს მოუწია მეომართა რიგებში გავლა რათა მათ დაეჯერებინათ რომ იგი ცოცხალია.

ფაილი:ჰერაკლიუმის ბრძოლა2.png
ბრძოლის მეორე ფაზა

ასე პიროსმა შეძლო მდგომარეობის გამოსწორება. ბრძოლის ბოლოს რომაელები შეავიწროვეს სპილოებმა. რომაელებს არ ჰყავდათ მანამდე ნანახი ეს ცხოველები და უცნობმა ცხოველებმა ისინი ძალიან შეაშინა, ცხენები კი სპილოების დანახვისას გიჟებივით გარბოდნენ და აღარ ემორჩილებოდნენ მხედრებს. პიროსი თესალიელ მხედრებთან ერთად თავს დაესხა არეულ რომაულ ჯარს და გააქცია ისინი.

იერონიმეს ცნობებით რომაელებმა დაკარგეს 7 000 მეომარი და ბერძნებმა 4 000, ხოლო დიონისეს ცნობებით რომაელებმა დაკარგეს თითქმის 15 000, ხოლო ბერძნებმა 30 000. ისტორიკოსების მიერ იერონიმეს ცნობები უფრო სანდოა.

შედეგები

ამ ბრძოლის შედეგად მიუხედავად რომაელთა დამარცხებისა, პიროსმა სწორად შეაფასა მათი ბრძოლისუნარიანობა და ხანგრძლივი დიპლომატიური მოლაპარაკებებით სცადა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება. მაგრამ რომაელები არ გატეხა ბრძოლაში წაგებამ და ისინი არ დათანხვდნენ მშვიდობაზე სანამ პიროსი არ დატოვებდა იტალიას.

რესურსები ინტერნეტში