კავკასიური ჯოჯო
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან Agama caucasica)
კავკასიური ჯოჯო (ლათ. Laudakia caucasia) — ქვეწარმავალი ჯოჯოსებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 15 სმ აღწევს. მასა 170 გ. იკვებება მწერებითა და ფეხსახსრიანებით, მცენარეული საკვებით. იმალება ქვების ქვეშ, ნაპრალებსა და სოროებში. გვხვდება სომხეთში, აზერბაიჯანში, რუსეთში, თურქეთში და სხვა. გვხვდება აგრეთვე საქართველოს აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებში, ქართლის და ივრის ზეგნის მშრალ მთებსა და გორაკებზე.