შინაარსზე გადასვლა

Björk (ალბომი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Björk
ფაილი:Bjork,1977,Front.jpg
studio —
გამოცემის თარიღი 18 დეკემბერი 1977
ჩაიწერა აგვისტო – სექტემბერი 1977
სტუდია Hljóðriti Studios, რეიკიავიკი
ხანგრძლივობა Script error: No such module "hms".
ენა ისლანდიური
ლეიბლი Fálkinn
ბიორკი — ქრონოლოგია
Björk
(Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted)
Gling-Gló
(1990) თარგი:!)
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

Script error: No such module "Music ratings".

Björk — ისლანდიელი მომღერალ და მუსიკოს ბიორკის სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი, შექმნილი მისი ბავშვობისას. ამასთან, იგი არ ითვლება მომღერლის ძირითადი სტუდიური დისკოგრაფიის ნაწილად.

ბიორკმა ფირფიტა ჩაწერა მას შემდეგ, რაც 1976 წელს გამოვიდა რადიოში და იმღერა „I Love to Love“. ამან მას მოგვიანებით მოუპოვა კონტრაქტი ლეიბლთან. სიმღერები იწერებოდა სტუდიაში Hljóðriti, რეიკიავიკში. ალბომი 1977 წელს გამოიცა. მისი გარეკანის ავტორია ჰილდურ ჰაუკსდოტირი, ბიორკის დედა. ფოტოსურათი, გამოტანილი გარეკანზე, გადაღებულია რეიკიავიკის ერთ-ერთ სტუდიაში.

სიმღერები, შეტანილი ალბომში, არის სხვა შემსრულებლების ცნობილი კომპოზიციების ვერსიები. მაგალითებია The Beatles-ის „The Fool on the Hill“, ედგარ უინტერის „Alta Mira“, მელანი საფკას „Christopher Robin“ და სტივი უანდერის „Your Kiss Is Sweet“. ზოგიერთი სიმღერა დაიწერა სპეციალურად ალბომისთვის, მაგალითად „Arabadrengurinn“.

ამ ფირფიტის შემდეგ ბიორკს შესთავაზეს, ჩაეწერა კიდევ ერთი, თუმცა მან უარი განაცხადა. ფირფიტის გაყიდვებიდან მიღებული თანხით მან შეიძინა ფორტეპიანო და დაიწყო ახალი სიმღერების შექმნა[1].

ალბომი გამოიცა როგორც გრამფირფიტაზე, ასევე აუდიოკასეტაზე[2]. ისლანდიის გარდა სხვა ქვეყნებში ჩანაწერი იშვიათად მოიპოვება.

სიმღერების სია

  1. Arabadrengurinn - 5:00
  2. Búkolla - 3:16
  3. Alta Mira - 2:30
  4. Jóhannes Kjarval - 2:15
  5. Fúsi Hreindýr - 3:27
  6. Himnaför - 2:32
  7. Óliver - 2:47
  8. Álfur Út Úr Hól - 3:04
  9. Músastiginn - 2:44
  10. Bænin - 2:00

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Aston, Martin (1996). Björk: Björkgraphy. London: Simon & Schuster, გვ. 44-45. ISBN 0-684-81799-3Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. 
  2. Official Björk discography. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-26. ციტირების თარიღი: 2017-11-06.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted