შინაარსზე გადასვლა

თხაწართხალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Chamaenerium augustifelium)
თხაწართხალა
ფაილი:Hspic1505.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  ონაგრასებრნი
სახეობა:  თხაწართხალა
ლათინური სახელი
Chamaenerium augustifelium
დაცვის სტატუსი

შეცდომა: სურათი მცდარია ან არ არსებობს

<templatestyles src="თარგი:Comment/styles.css" /><span class="ts-comment-commentedText" title="Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted">სტატუსი არ არის მითითებული
ძიება IUCN-ის ვებ-გვერდზე: ???

თხაწართხალა (ლათ. Chamaenerium augustifelium) — ბალახოვანი მცენარე ონაგრასებრთა ოჯახისა. აქვს 1,5 მ-მდე სიმაღლის ღერო, რომელიც ბოლოვდება მეწამულ-ვარდისფერი მრავალყვავილოანი გრძელი მტევნისებრი ყვავილედით, ნაყოფი მრავალთესლიანი კოლოფია.

გავრცელებულია ევროპაში, მცირე აზიაში, ჰიმალაისა და ჩრდილოეთ გრენლანდიაში. იზრდება მთის ზედა და სუბალპური სარტყლის ტყეებში, მდელოებზე, ტყის პირებსა და ნაკაფ ადგილებში, დაჩრდილულ და ტენიან ხევებში. საქართველოში გვხვდება ყველა მაღალმთიან რაიონებში.

ფესვს ტკბილი გემო აქვს და იჭმევა; შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს. გამხმარი ღერო, ფოთოლი და ყვავილი ჩაის სუროგატად იხმარება. ფოთოლი შეიცავს C ვიტამინს. თესლში 40-45% ზეთია. ყვავილობს ივნისიდან აგვისტომდე. კარგი თაფლოვანი მცენარეა.

ლიტერატურა