შინაარსზე გადასვლა

ყარყატისნაირნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Ciconiiformes)
ყარყატისნაირნი

ყარყატის ფრენა ხანჩალის ტბის თავზე, ჯავახეთი
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Ciconiiformes (Bonaparte, 1854)
დაცვის სტატუსი
<templatestyles src="თარგი:Comment/styles.css" /><span class="ts-comment-commentedText" title="Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted">სტატუსი არ არის მითითებული
ძიება IUCN-ის ვებ-გვერდზე: ???

ყარყატისნაირნი, ლაკლაკისნაირნი (ლათ. Ciconiiformes) — ფრინველთა რიგი. აერთიანებდა 6 ოჯახს (ყანჩისებრნი, ნავნისკარტასებრნი, ვეშაპთავა ყანჩისებრნი, თავჩაქუჩა ყანჩისებრნი, ყარყატისებრნი (ლაკლაკისებრნი), ივეოსისებრნი (იბისისებრნი)), 49 გვარსა და 118 სახეობას, დღეისთვის — ერთადერთ ოჯახს ყარყატისებრნს.[1]

საქართველოში რამდენიმე სახეობა, მ. შ. ლაკლაკი (ლათ. Ciconia ciconia), იშხვარი (ლათ. Ciconia nigra), რომელიც შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“. ყარყატისნაირნი ბინადრობენ ნოტიო ადგილებში, წყალსატევებისპირა ლერწმებში, ჭაობებში, მხოლოდ ლაკლაკები და ყარყატები ბინადრობენ ველებზე, მდინარების ხეობებსა და ტყეებში. ბუდეს იკეთებენ ხეებზე, სახურავებზე, ლერწმებში, კლდეებში. დებენ 2-3 კვერცხს, მონოგამიურები არიან. ბუდობენ კოლონიებად ან წყვილებად. იკვებებიან სხვადასხვა ცხოველური საკვებით. ყარყატისნაირზე არ ნადირობენ, ზოგი სასარგებლოა მავნე მწერებსა და მღრღნელების განადგურების გამო. ამჟამად „ყარყატისნაირთა“ ნაცვლად იხმარება ლაკლაკისნაირნი.

ლიტერატურა

სქოლიო

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-03. ციტირების თარიღი: 2018-03-22.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted