152მმ თვითმავალი საარტილერიო დანადგარი DANA
152მმ დანა | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted საქართველოს სამხედრო აღლუმზე 2008წ | |
მოდიფიკაცია | |
საბრძოლო წონა, ტ | 23 |
ეკიპაჟი, კაცი | 5 ადამიანი |
ისტორია | |
გამოშვების წელი(წლები) | 1973 |
ექსპლუატაციის წელი(წლები) | 1973-დღემდე |
ძირითადი ოპერატორები | ესკიზის შექმნის შეცდომა: ჩეხეთი |
ზომები | |
კორპუსის სიგანე, მმ | 2.8 |
სიმაღლე, მმ | 2,6 |
ჯავშანი | |
ჯავშნის ტიპი | მსუბუქი ჯავშანი |
შეიარაღება | |
ტყვიამფრქვევები | 12.7მმ დშკ |
სხვა შეიარაღება | 152მმ ქვემეხი მაქს.სიშორე 19კმ |
მობილურობა | |
გადაადგილების სიჩქარე ტრასაზე, კმ/სთ | 80 |
გადაადგილების სიჩქარე, კმ/სთ | 30 |
ტრასაზე გადაადგილების მარაგი, კმ | 600 |
Dělo Automobilní Nabíjené Automaticky (თვითმავალი, ავტოდამტენი, ქვემეხი) ცნობილია ასევე, როგორც Samohybná Kanónová Húfnica vzor 77 (ShKH-77) (თვითმავალი ჰაუბიცა) — პირველი 152-მმიანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი, რომელიც იდგა ბორბლებზე, ამის გამო იგი ძალიან მანევრული გამოდგა. შექმნილია ქალაქ ტრენცინში, რომელიც დღესდღეობით სლოვაკეთშია.
თვლები საარტილერიო დანადგარს მატებს მობილურობას, ასევე უფრო იაფი და ადვილი არის მისი შეკეთება, გარდა ამისა, მანქანა კარგი იყო, როგორც სწორ, ისევე უსწორმასწორო გზებზე სასიარულოდ. ეკიპაჟი შედგება 5 კაცისგან, ესენია: მძღოლი, მეთაური, მსროლელი და ორი დამტენი.
შექმნის ისტორია
მანქანა შექმნილია 1970-იან წლებში. შექმნის მიზეზი საბჭოთა 152-მმ 2S3 Akatsiya-ს ყიდვისგან თავის არიდება იყო. 152-მმიანი ქვემეხი დაყენებულია მაღალი გამმავლობის 8x8 Tatra T815 ტიპის მანქანაზე, შეიარაღებაში 1981 წელს მიიღეს და 1994 წლამდე იწარმოებოდა. სულ გამოუშევს 750-მდე მსგავსი მანქანა. DANA თავის დროზე გამორჩეული იყო იმით, რომ ის იყო ერთადერთი საარტილერიო დანადგარი, რომლის გადატენვა შეიძლებოდა მაშინ, როცა ქვემეხი მაღლა იყო აწეული, დღესდღეობით კი ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.
საარტილერიო დანადგარი ინტენსიურად გამოიყენებოდა საქართველოს მხრიდან რუსეთ საქართველოს ომში. სულ ომში საქართველომ დაკარგა 4 საარტილერიო დანადგარი, ამათგან 2 ნაალაფარად წაიღეს, ხოლო ორი ბაზაზე დაწვეს.
მოდიფიკაციები
- 152-მმ ShKH ონდავა — მოდიფიკაცია შეიქმნა 1980 წელს,ძველისგან განსხვავებით უფრო გრძელი ქვემეხი ჰქონდა,ასევე შეიცვალა დამტენი მექანიზმი, ხოლო სროლის სიშორე 30კმ გაიზარდა.ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო პროექტი შეჩერდა თუმცა გამოცდილება გადაეცა სუზანას პროექტს.
- 152-მმ ShKH DANA-M1 CZ — დაუყენდა ახალი ცეცხლის მართვის სისტემა და ახალი ძრავა T3-930.
- 155-მმ ShKH M2000 სუზანა — 1997 წელს მიღებული იქნა შეიარაღებაში, შექმნილია ნატოს სტანდარტების მიხედვით.
- 155-მმ ShKH სუზანა 2 (სუზანა XA-1) — ახალი ძრავით Tatra T3B-928.70.
ოპერატორები
- ესკიზის შექმნის შეცდომა: ჩეხეთი — 164 დანა
- ესკიზის შექმნის შეცდომა: ლიბია — 120 დანა
- პოლონეთი — 111 დანა
- ესკიზის შექმნის შეცდომა: სლოვაკეთი — 135 და 16 სუზანა
- საქართველო — 15 ნაყიდია ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდში. 2004 წელს მათი შეძენა ისევ მოხდა და რაოდენობა გააორმაგეს, 2017 წლის მონაცემებით შეიარაღებაშია 34 დანადგარი.
- დროშა: კვიპროსი კვიპროსი — 12 სუზანა
- დროშა: უკრაინა უკრაინა — 77 დანა
რესურსები ინტერნეტში
- დანა
- Voenavto.ru Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- RPG1.ru Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- САУ Dana-M2, яку тестували в Україні, вже нищить рашистів у руках ЗСУ