ზღვის კარჩხანა
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან Diplodus annularis)
ზღვის კარჩხანა, ლასკირი (ლათ. Diplodus annularis) — თევზი სპარუსისებრთა ოჯახისა. აქვს 30 სმ-მდე მაღალი სხეული, მუქი ზურგი, რომელსაც ოქროსფერი დაჰკრავს, ღია ყვითელი, მოვერცხლისფრო გვერდები, კუდის ღეროზე მოშავო ლაქა. სანაპირო თევზია, ცხოვრობს წყალმცენარეების რაყებში. გავრცელებულია ატლანტის ოკეანეში კანარის კუნძულებამდე, ხმელთაშუა, შავ და აზოვის ზღვებში. საქართველოში გვხვდება შავი ზღვის სანაპიროებთან. ტოფობა გრძელდება ივნისიდან სექტემბრამდე. აქვს მცირე სამეურნეო მნიშვნელობა. იყენებენ ნედლად.
ლიტერატურა
- დემეტრაშვილი მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 2014. — გვ. 410.