ღორიხვასნაირნი
ღორიხვასნაირნი | |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ფაილი:Plongeon arctique nid.jpg შავყელა ღორიხვა | |||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||
| |||||||||
ლათინური სახელი | |||||||||
Gaviiformes (Wetmore & Miller, 1926) | |||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||
<templatestyles src="თარგი:Comment/styles.css" /><span class="ts-comment-commentedText" title="Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted">სტატუსი არ არის მითითებული ძიება IUCN-ის ვებ-გვერდზე: ??? | |||||||||
ღორიხვასნაირნი (ლათ. Gaviiformes) — ფრინველთა რიგი, მოიცავს ერთი ოჯახის (ღორიხვასებრნი) ერთ გვარს (ლათ. Gavia), რომელშიც გაერთიანებულია 5 სახეობა: წითელყელა ღორიხვა (ლათ. Gavia stellata), შავყელა ღორიხვა (ლათ. Gavia arctica), პოლარული ღორიხვა (ლათ. Gavia immer), თეთრკისერა ღორიხვა (ლათ. Gavia pacifica) და თეთრნისკარტა ღორიხვა (ლათ. Gavia adamsii).[1] ღორიხვასნაირნი ბინადრობენ ევრაზიისა და ამერიკის ტუნდრისა და ტყე-ტუნდრის ზოლში, ჩრდილოეთით აღწევენ შორეულ კუნძულებს. აზიაში ბინადრობენ ველისა და მაღალმთიან ტბებზედაც. სამხრეთ ნახევარსფეროში არ გვხვდებიან. საქართველოში მიმოფრენისას გვხვდება პირველი 2 სახეობა. ტანად საკმაოდ დიდი ფრინველები არიან (მასა 1-5 კგ). ღორიხვასნაირთვის დამახასიათებელია მჭიდრო, ხშირი შებუმბლვა, გრძელი, წვრილი ნისკარტი, მოკლე ბოლო, ვიწრო, მახვილი ფრთები. ქვემოდან თეთრად არიან შებუმბვლილი, ზემოდან — შავ-მურად, ზედ თეთრი კოპლებით. იკვებებიან თევზით, წყლის უხერხემლოებით. იყენებენ მათ ბუმბულს.
ლიტერატურა
- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1986. — გვ. 597.
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted