შავი ზღვის ცხენთევზა
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან Hippocampus guttulatus microstephanus)
შავი ზღვის ცხენთევზა (ლათ. Hippocampus guttulatus microstephanus) — თევზი ნემსთევზასებრთა ოჯახისა.[1] უჩვეულოდ დანაწევრებული სხეული აქვს. გავრცელებულია შავი ზღვის ჩრდილო და აზოვის ზღვის დასავლეთ ნაწილში, აგრეთვე ქერჩის სრუტეში. გვხვდება ყირიმის, რუსეთის, კავკასიის, რუმინეთისა და ბულგარეთის ნაპირებთან. შავი ზღვის ცხენთევზა საქართველოში გვხვდება შავი ზღვის სანაპიროებთან ყველგან. სამეურნეო მნიშვნელობა არ აქვს.[2] შეტანილია უკრაინის წითელ წიგნში.
სქოლიო
- ↑ world register of marine species
- ↑ დემეტრაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1987. — გვ. 250.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted