Islands (King Crimson-ის ალბომი)
Islands | ||||
---|---|---|---|---|
ფაილი:King-Crimson-Islands-434663.jpg | ||||
studio — | ||||
გამოცემის თარიღი | 3 დეკემბერი, 1971 | |||
ჩაიწერა | ოქტომბერი, 1971 | |||
სტუდია | Command Studios, პიკადილი, ლონდონი, ინგლისი | |||
ჟანრი | პროგრესული როკი | |||
ხანგრძლივობა | Script error: No such module "hms". | |||
ლეიბლი | ||||
პროდიუსერი | King Crimson | |||
King Crimson — ქრონოლოგია | ||||
Islands (ქართ. კუნძულები) — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ King Crimson-ის მეოთხე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1971 წლის 3 დეკემბერს. ეს იყო უკანასკნელი სტუდიური ალბომი, სანამ გამოვიდოდა ტრილოგია Larks' Tongues in Aspic, Starless and Bible Black და Red, ასევე უკანასკნელი, რომელშიც იყო პიტერ სინფილდის ტექსტები. კრიტიკოსებმა დისკს მრავალფეროვანი შეფასებები მიანიჭეს. მუსიკამელოდიის „The Letters“ ჰარმონიული საწყისი მომდინარეობს Giles, Giles and Fripp-ის „Why Don't You Just Drop In“, რომელიც შეტანილია კომპილაციაში The Brondesbury Tapes.[1] ბრიჯის სექცია აღებულია სიმღერის King Crimson-ისეული ვერსიიდან. მას ასრულებს ორიგინალური შემადგენლობდა. კომპოზიციის ამ ნაწილს ეწოდება „Drop In“ და იგი შეტანილია საკონცერტო Epitaph „Prelude: Song of the Gulls“-ის ორიგინალური საწყისია კვლავ Giles, Giles and Fripp-ის სიმღერა, „Suite No. 1“.[1] ალბომის გრამფირფიტაზე პირველ გამოცემაში შეტანილია დამალული კომპოზიცია. მეორე მხარის ბოლოს ჟღერს სტუდიური საუბრები, შემდეგ კი – რობერტ ფრიპის ფრაზები: „...What we're going to do, umm... do it twice more, once with the oboe, once without it, and then... we finish“. ჩანაწერი შედიოდა პირველ CD გამოცემაში, მაგრამ შეცდომით ამოღებულია 1989 წლის გამოცემიდან. მოგვიანებით იგი დააბრუნეს სხვა გამოცემებში. საუბარი აგრეთვე ჟღერდა საკონცერტო გამოსვლების წინ, 2014 წლიდან. გარეკანიალბომის ორიგინალურ ბრიტანულ და ევროპულ გამოცემებზე გამოტანილია სამნაწილიანი ნისლეული მშვილდოსნის თანავარსკვლავედში. გარეკანზე არ არის გამოტანილი ჯგუფის ან ალბომის სახელწოდება. ორიგინალურ აშშ და კანადურ გამოცემაზე (Atlantic) გამოყენებულია პიტერ სინფილდის მიერ თეთრ ფონზე მოთავსებული ნახატი ფერადი წარწერით „islands“. ბრიტანულ გამოცემაში ეს ვარიანტი გამოყენებულია თავად გრამფირფიტის კონვერტის სახით. როდესაც King Crimson-ის კატალოგი ხელახლა გამოიცა EG-ის მიერ, მსოფლიო მასშტაბით სტანდარტულად იქცა სამნაწილიანი ნისლეულის გამოსახულება. გამოცემა1971 წლის 3 დეკემბერს გამოცემული Islands მოხვდა ბრიტანეთის ალბომების ჩარტის #30 პოზიციაზე.[2] 2010 წელს King Crimson-ის 40-წლიანი საიუბილეო გამოცემების სერიაში გამოვიდა ალბომის ახალი გამოცემა. მასში შეტანილია სტივენ უილსონის და რობერ ფრიპის მიერ მომზადებული ალბომის ახალი ახალი სტერეო და 5.1 მიქსები, სიდ სმითის ანოტაციები და მრავალი დამატებითი კომპოზიცია თუ ალტერნატიული ვერსია. CD-ზე წარმოდგენილია უილსონის და ფრიპის სრული სტერეორემიქსი, ისევე, როგორც დამატებითი კომპოზიციები – სტუდიური დუბლებისგან შედგენილი ალბომის თითქმის ალტერნატიული სრული ვერსია, სხვა დუბლები და მიქსები. DVD-A ვერსიაში შეტანილია 5.1 მიქსი (უილსონი), 2010 წლის მიქსის მაღალი რეზოლუციის აუდიო, 30-წლიანი იუბილეს აღსანიშნავი რემასტერისთვის გამოყენებული ორიგინალური მიქსი (კვლავ მაღალი რეზოლუციის აუდიო) და დამატებითი მასალის თითქმის 90 წუთი (უმეტესობა გამოუცემელი იყო). ამ მასალის დიდი ნაწილი იწერებოდა ორიგინალური სესიებისას, მაგრამ პირველად მხოლოდ ამ გამოცემაში შევიდა. 40-წლიანი იუბილეს აღსანიშნავ გამოცემაში შედის ყველაფერი „Pictures of a City“-ის ადრეული შესრულებებიდან (ეს იყო ახალი სიმღერებიდან 1969 წლის შემადგენლობის ერთ-ერთი უკანასკნელი) მანამდე უცნობ „A Peacemaking Stint Unrolls“-ამდე (მასში აისახა ადრეული ჩანაფიქრები და ისეთი ელემენტები, რომლებიც ჯგუფის შემდგომ ალბომებზე გამოჩნდა), ფრიპის მიერ მელოტრონზე შესრულებული „Islands“-ის მელოდია, საკონცერტო „Sailor's Tale“ Zoom Club-იდან და სხვა მასალა.[3][4] შეფასებაScript error: No such module "Music ratings". თანამედროვე მიმოხილვაში AllMusic Islands-ს უწოდებს „ადრეულ პერიოდში King Crimson-ის ყველაზე სუსტ ალბომს“ და წერს, რომ იგი არის „ჯგუფის სხვა ადრეულ მცდელობებს შორის ერთადერთი ნამდვილი იმედგაცრუება“.[1] სიმღერების სიაყველა სიმღერის ავტორი – რობერტ ფრიპი, ყველა ტექსტის ავტორი – პიტერ სინფილდი. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted პერსონალი
რესურსები ინტერნეტშისქოლიო
|
- Pages with script errors
- გვერდები ფაილების არასწორი ბმულებით
- მუსიკის ინფოდაფები ტიპის უცნობი პარამეტრით
- King Crimson-ის ალბომები
- 1971 წლის ალბომები
- პროგრესული როკ-ალბომები
- Island Records-ის ალბომები
- Atlantic Records-ის ალბომები
- Polydor Records-ის ალბომები
- E.G. Records-ის ალბომები
- Virgin Records-ის ალბომები
- ალბომები რობერტ ფრიპის პროდიუსერობით
- ალბომები პიტერ სინფილდის პროდიუსერობით