Ka:ნატახტარი/საკონკურსო/20110224064428/ლუდის შექმნის პრეისტორია
საკონკურსო/ნ /ქეთევან რეხვიაშვილი/ [email protected] /ლუდის შექმნის პრეისტორია/ 898 178 578
ისტორიკოსები ფიქრობენ, რომ პრეისტორიულ ეპოქაში ადამიანები მარცვლისგან და წყლისაგან ლუდს ამზადებდნენ, მანამ სანამ პურის ცხობას ისწავლიდნენ.ლუდი განუყოფელი ნაწილია ბაბილონური, ეგვიპტური, ასურული,ჩინური და ებრაული კულტურებისა.
ბაბილონში აწარმოებდნენ დიდი რაოდენობით ლუდს, დახლოებით 20 ნაირსახეობის. ლუდი იმ ეპოქაში იმდენად ძვირადღირებული პროდუქტი იყო, რომ ხშირად მას იყენებდნენ, როგორც ყოველდღიურ ანაზღაურებას მუშებისათვის. ადრეულ ხანებში ლუდს ხშირად სვამდნენ ჩალის ქუდების მეშვეობით, რათა მარცვლეულის ჩენჩოები დაეტოვებინათ.
ეგვპიტელები ადუღებდნენ ლუდს კომერციული თვალსაზრისით, სამედიცინო მიზნებისთვის, ისინი ლუდს ოქროს თასებით მიირთმევდნენ. თუ ეგვიპტელი მამაკაცი ქალს შესთავაზებდა ლუდს ეს ნიშნავდა დანიშვნას.
ლუდის დასამზადებლად სხვადასხვა მარცვლელული იყენებდნენ სხვადასხვა კულტურები:
1. აფრიკა იყენებდა ფეტვს, სიმინდს და მანიოკოს; 2. ჩრ. ამერიკა აგავის. 3. სამხრეთ ამერიკა–სიმინდს, თუმცა ბრაზილია ტკბილ კარტოფილს იყენებდა; 4. იაპონია–ბრინჯს; 5. ჩინეთი–ხორბალს 6. სხვა აზიური კულტურები იყენებდნენ სორგოს; 7. რუსები იყენებდნენ ჭვავს; 8. ეგვიპტელები–ქერს;
ძველად ლუდის მხარშავები არომატიზატორებად იყენებდნენ ისეთ მცენარეებს, როგორიცაა: თივა, ბაბუაწვერის, პიტნისა და აბზინდას თესლებს.
შუა საუკუნეებში ლუდი გათვალისწინებული იყო როგორც საუკეთესო სადღესასწაულო სასმელი. ასევე ლუდით ხდებოდა, საეკლესიო, სავაჭრო და სხვა გადასახადების გადახდა.
1200 წელს უკვე დაარსდა ლუდის სახარში ქარხნები გერმანიაში, ავსტრიაში და ინგლისში. ა) გერმანელები უპირატესობას ანიჭებდნენ ცივი ტემპერატურის მსუბუქ ლუდს, ინახავდნენ რა მას ალპების გამოქვაბულებში. ბ) ინგლისელებისთვის სასურველი იყო ზომიერი ტემპერატურა, საუკეთესო დუღილისთვის იყენებდნენ სარდაფებს.
1420 წელს გერმანელებმა განავითარეს და დახვეწეს ლუდის გამოხდის მთოდები. 1489 წელს გერმანიის პირველი ლუდსახარში საამქრო Brauerei Beck დაარსდა.
სტატია ნათარგმნია საიტიდან http://www.beerhistory.com (http://www.beerhistory.com/library/holdings/raley_timetable.shtml)