Ka:წაშლილი გვერდების განხილვები/2012/განხილვა:დანზო შიმურა
ასე სტატიის არსებობას რა აზრი აქვს.--ოთოჯი / მომწერე 10:38, 20 მაისი 2012 (UTC)
საერთოდ ვერ გავიგე რაზეა ლაპარაკი ამ სტატიაში... თუ პერსონაჟია მულტფილმის ან წიგნის ან რაიმე რელიგიური სწავლებისა, იქნებ მიეთითოს ვინ არის და რა არის ეს დანზო შიმურა, თორემ სრულიად გაუგებარია. თან ძალიან ბავშვურად არის დაწერილი. --ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 15:34, 20 მაისი 2012 (UTC)
ნარუტოს პერსონაჟია. ინგლისურ ვიკიში სხვათა შორის, შეტანილია ნარუტოს პერსონაჟის სიაში (პირდაპირ სტატიაში და არა ცალკე სტატიად). --H.McC. (მომწერეთ) 15:37, 20 მაისი 2012 (UTC)
- წასაშლელია და ხმამაღალი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ სამწუხაროდ, ეს ნარუტოს თემატიკა ქართულ ვიკის ანაგვიანებს, რადგან არ გვყავს ამ თემატიკის მცოდნე მომხმარებელი. --მიხეილ მიწერა 15:43, 20 მაისი 2012 (UTC)
- ჰოდა, წაიშალოს. ასეთი ნაცოდვილარი ვიკის მაგრად ანაგვიანებს, ნაგავი კი ისედაც არ აკლია.--ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 19:53, 20 მაისი 2012 (UTC)
წასაშლელია. – BruTe (გ) 20:00, 20 მაისი 2012 (UTC)
წასაშლელია ნარუტო საინტერესოა მაგრამ მისი პერსონაჟები ასე არ უნდა გაშუქდნენ ენციკლოპედიაში--ოთოჯი / მომწერე 20:02, 20 მაისი 2012 (UTC)
- აქვე შეგვიძლია განვიხილოთ კაკუზუს წაშლის საკითხიც, მგონი არც ამის დატოვება ღირს. – BruTe (გ) 20:10, 20 მაისი 2012 (UTC)
- და საერთოდ, ნარუტოს პერსონაჟების სია გადასახედია. – BruTe (გ) 20:11, 20 მაისი 2012 (UTC)
გადააშენეთ ეს პერსონაჟები, მოკლედ. ასეთი სტატიები გინდა ყოფილა, გინდა არა, დარჩეს ორი სტატია - ნარუტო და ნარუტოს პერსონაჟების სია. უკანასკნელი, მახსოვს, მე მივწმინდ-მოვწმინდე ცოტა. გვაქვს რამე კოდექი საერთოდ ასეთ ნაგავზე? --H.McC. (მომწერეთ) 20:34, 20 მაისი 2012 (UTC)
შემოვდივარ, ვკითხულობ - „დანზო შიმურა იყო მეექვსე ჰოკაგე.“ საიდან უნდა მივხვდე, რისი პერსონაჟია, ვინ არის? ეს რომ იყოს, ვთქვათ, ნარუტოს ვიკი (ცალკე ვიკი, რომელიც ეძღვნება ნარუტოს), მეცოდინება, რომ დიახ, ნარუტოს პერსონაჟია. --H.McC. (მომწერეთ) 20:36, 20 მაისი 2012 (UTC)
არის იქ ზოგადად რამდენიმე პერსონაჟი, რომელზეც ცალკე ბიოგრაფიის დაწერა შეიძლება. ოღონდ შესაბამისი ენით. და შესაბამიდ დროს. და შესაბამისი მოწადინებული პირის მიერ. ალბათ. --H.McC. (მომწერეთ) 20:39, 20 მაისი 2012 (UTC)