ტალღურასებრნი
ტალღურასებრნი (ლათ. Lymantriinae) — ღამის პეპლების ქვეოჯახი ერებუსისებრთა ოჯახისა (Erebidae). აქვთ საშუალო ზომის შებუსვილი და მოუქნელი სხეული.[1] ფართო ფრთების შლილი 2–10 სმ-ია.[2] წინა ფრთები მოთეთრო-მონაცრისფრო-მოყავისფროა, სუსტად მოხატული ან ერთფერი. უკანა ფრთები მკრთალი და მოუხატავია.[1] ზოგიერთი სახეობის დედალს (მაგ., გვარ Orgyia-ის წარმომადგენლებს) ფრთები არ გააჩნია. ჩვეული მოვლენაა სქესობრივი დიმორფიზმი.[2] უმრავლესობას რუდიმენტული პირის ორგანოები აქვს და არ იკვებება. მატლი უხვადაა შებუსვილი, იკვებება ხემცენარეთა ფოთლებით ან წიწვებით, იშვიათად — ბალახით.[1] მამლები აქტიურები არიან დღისით, რა დროსც ეძებენ სუსტად მფრენ დედლებს. ქვეოჯახში 3000-მდე სახეობაა, რომლებიც გავრცელებული არიან მთელ დედამიწაზე, განსაკუთრებით ძველი სამყაროს ტროპიკებში.[2] საქართველოში გვხვდება 20. ტალღურასებრთა უმრავლესობა მეზოფილური ტყის ბინადარია, გვხვდება სუბტროპიკულ ტყეშიც, ერთეულები — სტეპში. ზოგიერთი სახეობა ტუნდრაში იჭრება, ზოგი კი არქტიკის უკიდურეს საზღვარს აღწევს.[1] თითქმის ყველა სახეობა ყოვლისმჭამელია, უმრავლესობა ვითარდება ხეებზე. პარკებში ჭუპრდებიან მრავალ სუბსტრატზე.[2] ტალღურასებრთა უმრავლესობა ტყისა და ხეხილის მავნებელია. მასობრივი გამრავლების დროს საქართველოში დიდი ზიანი მოაქვთ არაფარდ აბრეშუმხვევიას, მონაზონას, ოქროკუდას.[1]
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 დიდმანიძე ე., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1985. — გვ. 648.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 თარგი:დრე წიგნი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted