ჩავიჩა
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან Oncorhynchus tschawytscha)
ჩავიჩა (ლათ. Oncorhynchus tschawytscha) — გამსვლელი თევზი ორაგულისებრთა ოჯახისა. წყნაროკეანური ორაგულებიდან უდიდესია. გავრცელებულია წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში: ჩრდილოეთ ამერიკის ნაპირებთან — ალასკიდან კალიფორნიამდე; აზიის ნაპირებთან: მდინარე ანადირიდან ამურის ლიმანამდე. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 3-7 წლისა. კამჩატკაზე ტოფობს ივლის-აგვისტოში, ჩრდილოეთ ამერიკის მდინარეებში შემოდგომა-ზამთარში. მდინარეებში შედის გაზაფხულზე. სიცოცხლის პირველ წლებში ცხოვრობს მდინარეებში. გამრავლებისა და აკლიმატიზაციის ობიექტია. უპირატესობას ანიჭებს დიდ მდინარეებს. ზღვაში იკვებება წვრილი თევზით. მეტად ძვირფასი სარეწაო თევზია.
რესურსები ინტერნეტში
- ჩავიჩა — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)