შინაარსზე გადასვლა

ჟენშენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Panax ginseng)
ჟენშენი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  არალიისებრნი
სახეობა:  ჟენშენი
ლათინური სახელი
Panax ginseng
დაცვის სტატუსი

შეცდომა: სურათი მცდარია ან არ არსებობს

<templatestyles src="თარგი:Comment/styles.css" /><span class="ts-comment-commentedText" title="Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted">სტატუსი არ არის მითითებული
ძიება IUCN-ის ვებ-გვერდზე: ???

ჟენშენი (ლათ. Panax ginseng; Script error: No such module "Lang-zh". „სიცოცხლის ფესვი“, სიტყვასიტყვით „ადამიანი-ფესვი“) — მრავალწლოვანი ბალახოვანი სამკურნალო მცენარე არალიისებრთა ოჯახისა. ფესვი მთავარღეძიანია, ხორცოვანი, მოთეთრო-ნაცრისფერი ან მოყვითალო, მცირედ დატოტვილია და ადამიანის სხეულს ჰგავს. ღერო სწორია, მისი სიმაღლეა დაახლოებით 50 სმ. თათისებრრთული გრძელი ყუნწიანი ფოთლის როზეტის ცენტრიდან აღმართულია საყვავილე ღერო, რომელზეც მარტივი კალათაა. ნაყოფი წითელი კენკრაა.

ველური ჟენშენი იშვიათი რელიქტური მცენარეა. გავრცელებულია აღმოსავლეთ აზიის უკაფავ ფართოფოთლოვან-წიწვოვან ტყეებში. ხარობს ფხვიერ, კარგად დაწრეტილ, ნეშომპალით მდიდარ ნიადაგზე. ყვავილობს ივლისში, ნაყოფი მწიფს აგვისტო-სექტემბერში. ფესვი იწონის 400 . მისგან დამზადებულ პრეპარატს (სპირტიანი ნაყენი, ფხვნილი, ტაბლეტი) იყენებენ მედიცინაში, როგორც მასტიმულირებელ და ტონუსის მომცემ საშუალებას. ველური ჟენშენი ძალიან ნელა იზრდება, ზღვრული ასაკი 100 წელს და ზოგჯერ მეტსაც აღწევს.

კულტურული შედარებით სწრაფად იზრდება და უფრო ძლიერ ფესვებს ივითარებს. ჟენშენს ადრე გაზაფხულზე თესავენ სანერგეში, ხოლო შემოდგომაზე, როდესაც მცენარე ვეგეტაციას ამთავრებს, გადააქვთ ღია გრუნტში (მუდმივ ადგილზე) და რგავენ კვლებში. მცენარის კვების არე არ უნდა იყოს 20×25 სმ-ზე ნაკლები. პლანტაციის მოვლა გულისხმობს სისტემატურ მარგვლას, გაფხვიერებას, მიწის შემოყრას, ბრძოლას მავნებლებსა და დაავადებებთან, მორწყვას ცხელ და მშრალ ამინდში და სხვა. 5-8 წლიანი მცენარის ფესვებს პრაქტიკული დანიშნულებისათვის იყენებენ ვეგეტაციის ბოლოს, ხოლო თესლს - 3-4 წლის შემდეგ.

ესკიზის შექმნის შეცდომა:
ფესვი რომელიც ჰგავს ადამიანის სხეულს

ლიტერატურა

ar:جينسنغ ca:Panax cs:Panax da:Ginseng-slægten de:Ginseng en:Ginseng eo:Ginsengo es:Panax gl:Ginseng he:ג'ינסנג hu:Ginzeng id:Ginseng is:Ginseng it:Panax ja:トチバニンジン属 ko:인삼속 lt:Ženšenis nl:Ginseng no:Ginseng pl:Panax pt:Ginseng ru:Женьшень sl:Ginseng sv:Ginsengsläktet th:โสม tl:Ginseng tr:Ginseng uk:Женьшень vi:Chi Sâm zh:人蔘屬

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=ჟენშენი&oldid=65763“-დან