ქალამანა
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან Paramecium)
ქალამანა, პარამეციუმი (ლათ. Paramecium) — უმარტივესების გვარი ინფუზორიების კლასისა. ცხოვრობენ მტკნარ წყალში. მათი სხეული მოგრძო-ოვალურია (სიგრძე 0,3 მმ). გამკვრივებული გარეთა ფენა — პელიკულა დაფარული აქვთ თანაბარი ზომის წამწამებით. სხეულის გვერდით, პირის ირგვლივ ჩაღრმავებაში (პერისტომაში) პირის ხვრელია (ციტოსტომი), რომელიც გადადის ხახაში (ციტოფარინქსი). მრავლდებიან უსქესოდ (ორად გამოყოფით) და სქესობრივად (კონიუგაციით). არახელსაყრელ პირობებში ინცისტირდებიან (გარს შემოიკრავენ). Paramecium bursaria-ს ახასიათებს მწვანე წყალმცენარესთან ზოოქლორელასთან უჯრედშიგა სიმბიოზი.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1986. — გვ. 445.